„ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს რატომღაც ყველა ებრძვის“ - ზურაბიშვილი

პუბლიკა

„მე მაინტერესებს მხოლოდ ეს ქვეყანა და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც რატომღაც ყველა ებრძვის და ვერავინ ხედავს, რომ ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა და ჩვენი საზოგადოება ამას მიიღებს ყველაფრის მიუხედავად“,- განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

„აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ და ჩვენ ამ გზაზე წავალთ, რაც უნდა იყოს. ყველას მიერ ზეწოლა და სხვადასხვა ფორმით შანტაჟის მცდელობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ბუტა რობაქიძის მშობლები, სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე გამცემლიძის ძმა და სხვა ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ეწინააღმდეგებიან, აქცია გამართეს. ისინი პრეზიდენტს მიმართავენ, არ შეიწყალოს საქართველოსმესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა თავის ადმინისტრაციასთან შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც მოითხოვენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, მოულოდნელად სიტყვით მიმართა, თუმცა მან გამოსვლა აქციის მონაწილეების ხმაურის გამო შეწყვიტა და მოგვიანებით ბრიფინგი ჩანიშნა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციაში ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმვალობაში მიმდინარეობს პრეზიდენტზე ზეწოლა სხვადასხვა ფორმითა და მესიჯბოქსით, ემუქრებიან მას, უკითახვენ მორალს და ასწავლიან, როგორ „უნდა ებრძოლონ სააკაშვილს, როცა ის უკვე დაცემულია“.

პრეზიდენტის თქმით, ეს ადამიანები იყვნენ ან სააკაშვილის შტაბში, ან თანამდებობებზე ან „ქართუში“. მისივე თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ შეიწყალა მურუსიძე-ჩინჩალაძეც და განამწესეს უვადო თანამდებობებზე, რაც საქართველოს მომავალს დაკარგვით ემუქრება.