„მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“ - პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე

პუბლიკა

„მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას – როდის გაეცემა პასუხი მთავარ შეკითხვას? – შეიწყალებს თუ არა ის მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ბუტა რობაქიძის მშობლები, სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე გამცემლიძის ძმა და სხვა ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ეწინააღმდეგებიან, აქციას მართავენ. ისინი პრეზიდენტს მიმართავენ, არ შეიწყალოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილმა თავის ადმინისტრაციასთან შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც მოითხოვენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, მოულოდნელად სიტყვით მიმართა, თუმცა მან გამოსვლა აქციის მონაწილეების ხმაურის გამო შეწყვიტა და 17:00-ზე ბრიფინგი ჩანიშნა.