ამ საკითხზე ჩემი მოსაზრება აბსოლუტურად უმნიშვნელოა – იურგენ კლოპი კორონავირუსზე

საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა  ჟურნალისტს უპასუხა შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს ის კორონავირუსზე და რამდენად არსებობს მის გუნდში ვირუსის გავრცელების საფრთხე:

„რაც არ მომწონს ამ ცხოვრებაში არის ის, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე საფეხბურთო მენეჯერის აზრი საერთოდ მნიშვნელოვანია. მე არ მესმის ეს. არ აქვს მნიშვნელობა, ცნობილი ადამიანები რას ამბობენ. ჩვენ ვალდებულნი ვართ, საკითხებზე სწორი ფორმით ვისაუბროთ. არ შეიძლება ჩემნაირმა ადამიანებმა, რომლებსაც არანაირი ცოდნა არ აქვთ, ისეთ საკითხებზე ისაუბრონ, რაზეც მხოლოდ მცოდნე ადამიანებს მართებთ საუბარი.

მე არ მაქვს უფლება, ადამიანებს ვუთხრა, ასე ან ისე მოიქეცით-თქო. მე საფეხბურთო მენეჯერი ვარ ბეისბოლის კეპითა და ცუდი წვერით. მე ზუსტად ისევე ვარ შეშფოთებული, როგორც თქვენ, თუმცა ამ საკითხზე ჩემი მოსაზრება აბსოლუტურად უმნიშვნელოა. ჩვენ ვითამაშებთ ფეხბურთს, თუ უფრო ჭკვიანი ადამიანები გვეტყვიან, რომ უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი. მე არ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა კლოპმა.