„ანგარიში გამიტეხეს" – კასილასი twitter-ის პოსტზე, სადაც წერდა, რომ გეია

პუბლიკა

მადრიდის რეალის ყოფილი მეკარე, იკერ კასილასი twitter-ზე ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ სოციალური ქსელის ანგარიში გაუტეხეს.

„ანგარიში გამიტეხეს. საბედნიეროდ, ყველაფერი რიგზეა. ბოდიშს ვუხდი ყველა ჩემს გამომწერს. და, რა თქმა უნდა, უფრო დიდ ბოდიშს ვუხდი ლგბტ თემს”, – წერს კასილასი.

რამდენიმე საათის წინ იკერ კასილასის twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაიდო პოსტი, სადაც ეწერა, რომ „იმედია, პატივისცემას გამოიჩენთ: გეი ვარ”.

LB loan image desktop LB loan image mobile