არანაირი ვადამდელი არჩევნების შესახებ არ შეიძლება ახლა ლაპარაკი, ეს სპეკულაციურია – მდინარაძე

პუბლიკა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ოპოზიციის გზავნილებს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია.

„არანაირი ვადამდელი არჩევნების შესახებ არ შეიძლება ახლა ლაპარაკი, ეს არის სპეკულაციური“, – ამბობს მდინარაძე.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ, თუკი ოპოზიცია მმართველი გუნდიდან რამე სახის შეთავაზებას ელოდებოდა, მათ მიიღეს ასეთი – რიგგარეშე არჩევნები, თუ ისინი იპოვიდნენ 1%-იან გადაცდომასაც კი. მდინარაძემ ახსენა საგამოძიებო კომისიაც.

„გაყალბებული არჩევნები უკვე არის წარსული და ჩავარდნილი პროექტი. თვითონაც დაანებეს ამაზე ლაპარაკს თავი. შეცვალეს ნარატივი ბოლო დღეებში, რადგან მთელმა საქართველომ, მათმა მხარდამჭერებმაც კი, ამ კონკრეტულ ქეისთან დაკავშირებით შეიტყვეს, რომ ეს იყო ტყუილი. ეს პიარ-პროექტი, საბედნიეროდ, არ გამოვიდა“, – განაცხადა მდინარაძემ.