არჩევნების დღეს გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულის 12 ფაქტზე დაიწყო, 9 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს - შსს

პუბლიკა

შსს  31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის დროს, გამოვლენილი ინციდენტებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ინციდენტებზე მომხდარი რეაგირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ არჩევნების დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 12 სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ასევე ადმინისტრაციული
საქმის წარმოება დაიწყო პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ 16 ფაქტზე:

სისხლის სამართლის კოდექსის 187 -ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც
გლდანში „პუბლიკას” ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, დაემატა
სსკ-ს 154 -ე მუხლის 1 ნაწილი, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ
საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

სსკ-ს 126-1 ნაწილით გამოძიება დაიწყო ქალაქ თბილისში, №40 საარჩევნო უბნის
მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე;

სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება ვარკეთილის
მე-4 მიკრორაიონიში, 39-ე და მე-40 სარჩევნო უბნების მიმდებარე
ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;

სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული
გამოძიება თბილისში, კახეთის გზატკეცილზე განთავსებულ №78 საარჩევნო უბანზე
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;

სსკ-ს 187-ე და 162 -ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება
თბილისში №90 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;

ასევე ქალაქ ქუთაისში №37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე,
მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ქუთაისის რაიონულ სამმართველოში სსკ-ის
162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო გამოძიება;

სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული გამოძიება რუსთავის N16
საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;

სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 353-ე პრიმა მუხლით მიმიდინარეობს
გამოძიება რუსთავში N-64 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან
დაკავშირებით, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი;

სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო გამოძიება მარნეულის რაიონის
სოფელ დაშტაფაში მდებარე N52-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენთათან
დაკავშირებით;

სსკ-ს 126-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება 31 ოქტომბერს, მარნეულის
რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე N89-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ
ინციდენტთან დაკავშირებით;

სსკ-ს 162 -ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო გამოძიება სენაკის 64-ე საოლქო
საარჩევნო კომისიის მე-16 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან
დაკავშირებით;

სსკ-ს 126 -ე მუხლის 1 ნაწილითაა გამოძიება დაწყებული ზუგდიდის N 80
საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

„პოლიციამ 16 ფატზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, დაკავებულია 9 პირი, მათ შორის გლდანში N39 საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 -ე და 173 -ე მუხლების საფუძველზე 6 პირი დააკავა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ.