არის რეალური ალბათობა, რომ შევძლოთ შეთანხმება - თალაკვაძე

პუბლიკა

საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დასრულდა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ამ შეხვედრამ კიდევ უფრო დააახლოვა მხარეების პოზოციები.

მისი თქმით, 11 დეკემბერს შედგება პარლამენტის სხდომა და მანამდე უნდა მოხდეს შეთანხმება.

„დღეს ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც უფრო დაგვაახლოვა შეთანხმებასთან და არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც გამოიწვევს სტაბილურობას და გრძელვადიანი თანამშრომლობის გაგრძელების საშუალებას მოგვცემს. ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება, ჩვენ პრაქტიკულად ამ საკითხზე პოზიცია იმდენად გვაქვს დაახლოებული, რომ შესაძლებელია სრულიად ეს გახდეს შეთანხმების მთავარი საკითხი.

რაც შეეხება დროს, რა თქმა უნდა, 11 დეკემბერს შედგება საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომა, ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მანამდე დრო, რომ ჩვენი შეთანხმება დავასრულოთ წარმატებით”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.