ნაწილი 2: რა უნდა ვიცოდეთ უკრაინის ისტორიის და რუსული დეზინფორმაციის შესახებ

პუბლიკა

ვაგრძელებთ პოდკასტების სერიას: რა უნდა ვიცოდეთ უკრაინის ისტორიის და რუსული დეზინფორმაციის შესახებ. მეორე ნაწილში ტარას შევჩენკოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ოლენა შევჩენკო საუბრობს თუ როგორ და რატომ ქმნის რუსეთი ჰიბრიდულ ისტორიას, როგორ ცვლის უკრაინის რეალურ ისტორიას და რომელ უკრაინელ პოლიტიკოსებს ითვისებს ის.

პოდკასტების სერია (ქართული სუბტიტრებით) მომზადებულია “ისტორიის მცველებისგან“ / from “History Keepers”. მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის (MCERC) პროექტის „სოლიდარობის ჟურნალისტიკა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში.


ოლენა შევჩენკო, კიევის ტარას შევჩენკოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი: იმისთვის, რომ გავიგოთ, რატომ აკეთებს რუსეთი ამას, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ წარსულში, თუნდაც საბჭოთა კავშირის დანგრევის პერიოდთან

რას ნიშნავდა საბჭოთა კავშირის დანგრევა რუსეთისთვის? ეს იყო არ იყო მხოლოდ ბიპოლარული სისტემის დაშლა, რომელშიც რუსეთი დიდ როლს თამაშობდა, არამედ რუსეთისთვის საერთაშორისო ავტორიტეტის, გავლენების და საერთაშორისო ლიდერის სტატუსის დაკარგვა, რასაც წინ უძღოდა რუსული გავლენის ქვეშ მყოფი ტერიტორიების შემცირება. ამდენად, რუსეთის წინაშე დადგა სერიოზული პრობლემები, რომლებიც დაკავშირებული იყო ქვეყნის პოზიციონირებასთან ახალ გეოპოლიტიკურ პირობებში. ამიტომაც დადგა აუცილებლობა რუსეთის, როგორც განსაკუთრებული ისტორიულკულტურული ტრადიციის მქონე ქვეყნის სტრატეგიის გადააზრებისა

საერთაშორისო გავლენების, ავტორიტეტისა და სტატუსის დასაბრუნებლად, რუსეთი განიხილავდა და განიხილავს დაკარგული და მისგან გასული ტერიტორიების დაბრუნებას. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს გასაგებია, მაგრამ, ისმის კითხვა, როგორ უნდა აეხსნა რუსეთს საერთაშორისო საზოგადოებისთვის და საკუთარი მოქალაქეებისთვის, რომ პრეტენზიები, რომელსაც ის აცხადებდა გამოყოფილი ტერიტორიების მიმართ სამართლიანი იყო? და მიაგნეს გამოსავალსგამოიყენეს ისტორიის გადაწერის ტაქტიკა

ისტორიის გადაწერის პროცესში საკითხი უნდა დასმულიყო ასე: რუსეთი არის პირდაპირი მემკვიდრე რომელიღაც ძველი რუსული ქვეყნისა; უკრაინა არის დროებითი, ხელოვნური ფორმაცია, ხოლო უკრაინელები არიან განაპირა რუსები (акраины) – რაღაც არაისტორიული ერი. ჩვენ გვახსოვს ვლადიმერ პუტინის ცნობილი ფრაზა, რომსაბჭოთა კავშირის დაშლა იყო მეოცე საუკუნის მთავარი გეოპოლიტიკური შეცდომა“. 

იმისთვის, რომ დაერწმუნებინა საკუთარი მოსახლეობა, რომ უფლება ჰქონდა, დაებრუნებინა კონტროლი უკრაინის ტერიტორიებზე, რუსეთმა ისტორიის გადაწერის რამდენიმე გზა იპოვა. ერთერთი ასეთი გზა იყო გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეების და ისტორიული მოვლენების მითვისება, მაგალითად ისეთების, როგორიცაა თავადი ვლადიმირ დიდი და ქრისტიანობის გავრცელება 988 წელს.

ორი სიტყვით ვიტყვი, ვინ იყო თავადი ვლადიმირ დიდი (ვლადიმირ სვიატოსლავის ძე დიდი). მის სიცოცხლეში (956-1015), სწორედ მისი და მისი შვილის, იაროსლავ ბრძენის მმართველობის დროს, კიევის რუსეთმა მიაღწია უდიდეს გავლენას და გახდა ყველაზე ძლიერი მმართველობა ევროპაში

988 წელს ვლადიმირი მოინათლა და ქრისტიანობა  კიევის რუსეთის ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა. ისტორიული ცნობების მიხედვით კი, მოსკოვი მხოლოდ 1147 წელს დაარსდა.

სწორედ რუსეთის გაქრისტიანების თარიღის და ვლადიმირ დიდის გარდაცვალებიდან 1000 წლის თავზე – 2015 წელს, რუსეთში აგორდა დიდი პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანია და ამ კამპანიის აპოგეა გახლდათ 2016 წლის ნოემბერში მოსკოვის ცენტრში, ბოროვიცკის გორაკზე, ვლადიმირ დიდის ძეგლის აღმართვა. ადგილი შემთხვევით არ შერჩეულა, ძეგლი მდებარეობს პირდაპირ კრემლის გვერდით.

ისტორიული სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ვლადიმირ დიდის პირველი ძეგლი  კიევში დაიდგა 1853 წელს, ანუ ძეგლის მოსკოვში აღმართვამდე თითქმის 150 წლით ადრე. კიევში ვლადიმირ დიდის ძეგლი დღესაც არის უკრაინელების საყვარელი ადგილი და ის  კიევის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა

ვლადიმირის ძეგლის გახნის შემდეგ მოსკოვის აკადემიურ წრეებსა და მედიაში ხშირად იმართებოდა დისკუსიები ვლადიმირის როლზე რუსეთის ისტორიაში. მაგრამ, უნდა აღინიშნოს ერთი საინტერესო მომენტიამავე წრეებში (რუსეთის მედიაში და აკადმიურ წრეებში) დაახლოებით 2010 წლიდან ნელნელა გაქრა დასახელებაკიევის რუსეთიდა შემოვიდა ახალი ტერმინი – „ძველი რუსული სახელმწიფო“ (древнерусское государство), რომლის პირდაპირ მემკვიდრედაც  მიიჩნევენ რუსეთს

ამავე პერიოდში, რუსეთის მასშტაბით, ერთმანეთის მიყოლებით დაიდგა ვლადიმირ დიდის რამდენიმე ძეგლი. მაგალითად, ძეგლები დაიდგა ასტრახანში, ბატაისკში, სმოლენსკში, სტავროპოლში, ნოვოსიბირსკში, სამარაში და დროებით ოკუპირებულ დონეცკშიც კი. თუ გავაანალიზებთ როგორ იმართებოდა ძეგლების აღმართვის ცერემონია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა მათგანი გაიმართა ტიპური სცენარით და თუ გამოვკვეთთ სტანდარტულ მესიჯებს, რომლებიც გამომსვლელების სიტყვებში ისმოდა, ძირითადად ასეთი რამ იყო ხაზგასმული: რომ ეს არის ერთიანობის სიმბოლო, რომ თავადი ვლადიმირი არის რუსული სახლმწიფოს სულიერი დამაარსებელი, რუსული მიწების შემომკრები და მცველი, რომ თავადი ვლადიმირი იყო შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი, რომელმაც  თანასწორი რელიგიები, კულტურები და ენები ერთ დიდ ოჯახში გააერთიანარუსეთი გააქრისტიანა და რომ ის იყო იყო რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის მოსახლეობის სულიერი მამა

ვლადიმირ დიდის ძეგლების აღმართვა იყო ერთერთი ნაწილი დიდი საინფორმაციო კამპანიისა, რომლებიც  რუსეთში დიდი თავადის გარდაცვალებიდან ათასი წლის შემდეგ აგორდა: იქმნებოდა სინფორმაციო საბაბი, რომელიც მიმდინარეობდა მასობრივი საინფორმაციო მხარდაჭერის ფონზე და ამ საინფორმაციო მხარდაჭერასა და პერფორმანსებში მონაწილეობდნენ სახელმწიფოს, რეგიონებისა და ეკლესიის პირველი პირები, ბიზნესის წარმომადგენლებიამ პერფორმანსების საერთო მიზანი იყოგაემყრებინა რუსეთის მოქალაქეების ცნობიერებაში წარმოდგენა, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია, რომ კიევის რუსეთი, ძველი რუსეთი და თანამედროვე რუსეთი ერთი და იგივე ცნებაა.

ახლა ვნახოთ, რა საინფორმაციო საფუძვლები არსებობდა: დიდი თავადის გარდაცვალებიდან ათასი წელი 2015 წელს აღინიშნა, მაგრამ ამ ღონისძიებისთვის რუსეთმა გაცილებით ადრე დაიწყო მზადება. პირველი ასეთი პირველი მოვლენა იყო 2010 წელს, როცა აღინიშნარუსეთის წელი საფრანგეთში. ამ ღონისძიების ფარგლებში ლუვრში გაიხსნა გამოფენაწმინდა რუსეთი“. გამოფენაზე თავად ვლადიმირს ცალკე საგამოფენო დარბაზი დაეთმო. საგულისხმოა, რომ სიტყვათშეთანხმებაკიევის რუსეთიდა მასთან რაიმე ბმა ამ ღონისძიებაზე არ დაფიქსირებულა.  

2012 წელს რუსეთმა დაიწყო ახალი წყალქვეშა ატომური ნავის მშენებლობაგაუმჯობესებული საშუალებებით. 2020 წელს, საზღვაო ძალების დღესთან დაკავშირებით, ეს წყალქვეშა ნავი გადაეცა შეიარაღებას და როგორ ფიქრობთ, რა სახელწოდება მიიღო წყალქვეშა ნავმა? „თავადი ვლადიმირი“.

2013 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შექნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი თავად ვლადიმირის გარდაცვალებიდან 1000 წლის აღსანიშნად. ამდენად, ეს მოვლენა აღინიშნებოდა უმაღლეს სახელმწიფო დონეზე

2014 წელს ჩვენ გვახსოვს ყირიმის ანექსია, დონეცკის და ლუგანსკის ოკუპაცია და გვახსოვს, რომ მარტში ვლადიმერ პუტინი გამოვიდა მიმართვით ფედერალური საკრებულოსადმი. ისტორიაში ეს სიტყვა შევიდა, როგორც პუტინის მარტის მიმართვა, რომელშიც ის ოფიციალურად ხსნის ყირიმის ანექსიის აუცილებლობას.

2015 წელს აღინიშნა ვლადიმირის გარდაცვალების თარიღი და რუსეთში დატრიალდა საინფორმაციო საბაბების მთელი სერია სხვადასხვა თემატური მიმართულებითეს იყო საგანმანათლებლო პროექტები, რუსული საეკლესიო პირების მიმართვები, გამოფენები, მრგვალი მაგიდები, სემინარები, ღია გაკვეთილები სკოლებში, სამეცნიეროპრაქტიკული კონფერენციები. ყველა ეს ღონისძიება მიძღვნილი იყო ვლადიმირის, როგორც რუსეთის გამაქრისტიანებელისადმი და, რა თქმა უნდა, „კიევის რუსეთიაქაც არსად იყო ნახსენები.

ამ კამპანიას შეუერთდა რუსეთის კინემატოგრაფი და ტელევიზიაგაქირავებაში გამოვიდა ფილმივიკინგი“, რომელიც მიეძღვნა თავად ვლადიმირს, დაანონსდა ფილმივლადიმირ დიდი“, რუსეთის ყველა ტელევიზიაში შეიქმნა პროექტები: „რუსეთის გაქრისტიანება“, „თავადი ვლადიმირირუსეთის გამაქრისტიანებელი“, „ხერსონესი  – ათვლის წერტილიდა სხვ. მაყურებლის რაოდენობა, ვინც ამ პროექტებს ტელევიზიით ან ინტერნეტის საშუალებით გაეცნო, ათეულობით მილიონი ადამიანი იყო.

ისტორიულად კორექტულები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ რუსეთის მიერ კიევის რუსეთის ისტორიის გადაწერის იდეა არც 21- საუკუნეში გაჩენილა და არც მე-20-შიდავბრუნდეთ მე-18 საუკუნეში, 1718 წელს, როცა კიევპეჩორის ლავრაში მოხდა დიდი ხანძარი. მაშინ დაიწვა იაროსლავ ბრძენის ისტორიული დოკუმენტები, არქივი და ისტორიული ქრონიკები. უკვე სამი წლის შემდეგ, 1721 წელს, პეტრე პირველმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაცმოსკოვის სათავადოსგადაარქვა სახელი და დაარქვა რუსეთის იმპერია.

რუსეთის მიერ ისტორიით მანიპულირება 2014 წლის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. დღეს გვესმის უფრო ახალი ნარატივები, ადაპტირება და ტრანსფორმირება უკვე არსებული ნარატივებისათითქოს უკრაინა შექმნილია ისტორიული რუსეთის მიერ, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ერია, რომ უკრაინას და რუსეთს გააჩნია საერთო ენა და საერთო კულტურა, რომ უკრაინა რუსეთისთვის განაპირა რეგიონია (акраина) და რომ 1954 წელს ყირიმი უკრაინას უკანონოდ გადაეცა, მაგრამ ჩვენ უკვე ვისუბრეთ, რომ სხვადასხვა ექსპერტის და მკვლევრის მიერშემოწმებული  იქნა ისტორიული დოკუმენტები და დამტკიცდა, რომ ყირიმის გადაცემის პროცესში ყველა იურიდიული ნორმა და წესი სრულად იყო დაცული. სინამდვილეში, ყველა ამ ნარატივს უნდა აეხსნა რუსეთის მოქალაქეებისთვის რომ რუსეთს აქვს ისტორიული უფლება უკრაინის მიწებზე

რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია არ გავიხსენოთ ვლადიმერ პუტინის სტატია, რომელიც 2021 წლის ივლისში გამოქვეყნდა და რომელსაც ერქვაისტორიული ერთობა რუსეთისა და უკრაინისა“.

ამდენად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიევის რუსეთის თემა არის ერთერთი ცენტრალური თემა ისტორიულსაინფორმაციო პოლიტიკისა. რუსეთის ხელისუფლება იყენებს მანიპულაციებს, რომ გაამართლოს რუსეთის უფლება გარკვეულ ტერიტორიებზე. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მხრიდან ისტორიული თარიღებით მანიპულირება არის თანმიმდევრული და მკვეთრი. თქვენ შეგიძლიათ გააანალიზოთ, როგორ მანიპულირებდა ის საქართველოს ისტორიით, მაგრამ არც უკრაინა და არც საქართველო არ ნებდება, ამიტომ

დიდება უკრაინას!

დიდება საქართველოს

აკრძალულია მასალის კოპირება, რეპროდუცირება ან გავრცელება კომერციული მიზნებისთვის მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის (MCERC) წერილობითი ნებართვის გარეშე. ეს მასალა მომზადდაისტორიის მცველებისსერიის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისსოლიდარული ჟურნალისტიკა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვისფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ცენტრი და ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.