ყველა

იაკობ გოგებაშვილი წერდა, რომ ხშირად იმპერიების პარლამენტები ქვეშევრდომი ერების დევნას თვითმპყრობელ მეფეზე მეტად უმოწყალოდ იწყებენ. შეიძლება მეფე უფრო გულმოწყალე იყოს, ვიდრე ცენტრალური პარლამენტი, რომელსაც გაბატონებული ერის წარმომადგენლები მართავენ. ასეთ პარლამენტში ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კოლექტიური პასუხისმგებლობითაა ჩანაცვლებული.

პუბლიკა

როგორც პედაგოგები ამბობენ, დანაპირები, რომლის მიხედვითაც მათი ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდებოდა, შემოთავაზებული დაანგარიშების მიხედვით არ სრულდება. პედაგოგები ამბობენ რომ ახალი სახელფასო პოლიტიკით იმედგაცრუებული არიან და თავს მოტყუებულად მიიჩნევენ.

დეა ღირდალაძე

„პუბლიკა” სტატიაში შემოგთავაზებთ ქსელური სუპერმარკეტების ვაკანსიების ანალიზს, იქ მითითებულ შრომის ანაზღაურებასა და მის შესაბამისობას ე.წ. საცხოვრებელ ხელფასთან, შემოგთავაზებთ დარგობრივი ასოციაციის ხედვას, თუ რატომ რჩება ვაკანსიების ნაწილი აუთვისებელი და წაიკითხავთ მათ პოზიციას შეკითხვაზე – რატომ არის სუპერმარკეტებში თითქმის იდენტური პირობები და ანაზღაურება.

პუბლიკა

„რუსული კანონის“ მიღებით, რუსეთის ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორის - ჩინეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ჩაბარებითა და ირანთან დაახლოების ტენდენციით საქართველომ პირველად, მეორე ქართული რესპუბლიკის არსებობის მანძილზე, დასავლური ვექტორიდან მკვეთრად გადაუხვია. 

„ყოველ დღე მისდით რაიმე პერიოდული გამოცემა და ამ გზით უკავშირდებიან თავის მწერლებს, და როდესაც იქ ყოველი შეგნებული კაცი თავის წმინდა მოვალეობად სთვლის თავის წრეში გაავრცელოს სიმპათია მის მიერ ამორჩეულის გამოცემისა და უმრავლოს ხელის მომწერნი, ჩვენში ჭკუის საზრდოება, გონებაზედ ზრუნვა სრულიად მივიწყებულია, და სამაგიეროდ სუფევს კუჭ და მეფობენ დაბალი მოთხოვნილებანი". 

ნინო ჩიმაკაძე

ბოლო ათწლეულების სწრაფმა ურნაბიზაციამ სრულიად ახალი პრიზმიდან წარმოაჩინა თანამედროვე ქალაქების დინამიკა და მათი სწორი დაგეგმვისა და მდგრადი განვითარების აუცილებლობა. ტრასნფორმაციის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადაწყვეტილებები, რომლებსაც მივიღებთ, ურბანული ლანდშაფტის კონტურებს მოხაზავს და მილიონობით ადამიანის ცხოვრების ხარისხსს განსაზღვრავს.

პუბლიკა

„ვიცით, რომ არსებობს მანკიერი პრაქტიკა არჩევნების წინ კრიმინალური მენტალიტეტის ხალხის მობილიზების, რათა მათ გავლენა მოახდინონ უბნის არჩევნების შედეგებზე. და ეს მანკიერი პრაქტიკა თუ არ გადაისინჯა, მხოლოდ სკოლის, მხოლოდ ოჯახის დონეზე ჩვენ პრობლემას ვერ დავძლევთ“

პუბლიკა

სოციალურ ქსელში ვრცელდება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არაერთი პოსტი, რომლებშიც ისინი წერენ, რომ გადამოწმებისას აღმოაჩინეს, რომ საკონსულოს აღრიცხვაზე არ იმყოფებიან, აღრიცხვიდან მოხსნის მიზეზად კი მითითებული აქვთ 6 თვის განმავლობაში საქართველოში ყოფნა, რაც მათი თქმით სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი ასევე გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ წინასაარჩევნოდ აღრიცხვიდან მათი მოხსნა შესაძლოა მათ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდებოდეს.

სტატიებში, რომლებიც გაერთიანდა პროექტში „ეროვნული ევროპულია", განხილულია ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, სერგეი მესხის, ნიკო ნიკოლაძის, ანტონ ფურცელაძის, გრიგოლ ვოლსკის და სხვა ქართველი ინტელექტუალების 1860-1918 წლებში გამოქვეყნებული წერილები, რომლებშიც ისინი ამკვიდრებდნენ აზრს იმის შესახებ, რომ გარიყვა ეთნიკურ და რელიგიურ საფუძველზე ქართული კულტურის ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდა.