ყველა
- ყველა
- COVID-19
- COVID-19 და დასაქმებულები
- COVID-19 და საზოგადოებრივი ინიციატივები
- ადამიანის უფლებები
- არჩევნები 2020
- არჩევნები 2024
- ბიზნესი
- განათლება
- გარემო
- გართობა
- ევროკავშირი საქართველოსთვის
- ეკონომიკა
- თვალსაზრისი
- ინტერვიუ
- ისტორიის მცველები
- კინო
- კრიმინალი
- კულტურა
- კულტურის რუბრიკის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
- ლიტერატურა
- ლიტერატურული რუბრიკის მხარდამჭერია „საბა"
- მედია
- მეცნიერება
- პარტნიორის კონტენტი
- პოლიტიკა
- რეგიონი
- რელიგია
- რეპორტაჟი
- რეცენზია
- რუსეთის ომი უკრაინაში
- საზოგადეობა
- საზოგადოება
- სათემო უსაფრთხოება
- სამართალი
- სპორტი
- ურთიერთობები
- უცხოეთი
- ქალაქი
- ღვინო
- ჯანდაცვა
ქართველთა ჭეშმარიტი და მარადიული ტოლერანტობის ამბავი ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული სიამაყეა, რომელიც ისეთ პათეტიკურ ლოზუნგებში ცოცხლდება, როგორიცაა: „ქართველები ისტორიულად ტოლერანტი ერი ვართ!“
29 იანვარს 28 სოციალურ მუშაკს გათავისუფლების შესახებ მოულოდნელი შეტყობინება მიუვიდა. სოციალური მომსახურების სააგენტოდან გაგზავნილ შეტყობინებაში ეწერა, რომ ისინი გათავისუფლდნენ და 1 თებერვლიდან შრომითი ხელშეკრულება შეუწყდებათ. სოცმუშაკების გათავისუფლების მიზეზად უწყება რეორგანიზაციას ასახელებს. გათავისუფლებისთვის კი ეს მიზეზი ბუნდოვანია და სააგენტოსგან დასაბუთებულ პასუხს ითხოვენ - კონკრეტულად რატომ, რის საფუძველზე დაატოვებინეს სამსახური.
ტანსაცმლით უზრუნველყოფა, სომატური დაავადებების მართვასთან დაკავშირებული სირთულეები, ინფრასტრუქტურა, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ჩართვისთვის ხელმშემწყობი აქტივობების სიმწირე, რეფერალი ნარკოლოგიურ დაწესებულებაში - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რასაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებში ყოველდღიურად აწყდებიან.
პარტიების მიზანი, პირველ რიგში, არჩევნებში გამარჯვებაა. ამისთვის შესაძლოა მათ დროებით შეცვალონ თავიანთი პლატფორმა, ირხეოდნენ მემარჯვენე და მემარცხენე შეხედულებებს შორის, ელაპარაკებოდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა მათ ღირებულებებთან შეუთავსებელი ან მათი მომხრეებისთვის მიუღებელნი იყვნენ
უსახლკაროდ დარჩენამ მათი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და მათი სამომავლო გეგმები თავდაყირა დააყენა. ესაა ისტორიები ქუჩაში გათენებულ ღამეებზე, სანაგვეში ნაპოვნ საჭმელზე, სექსსამუშაოში იძულებით ჩართულ თუ მეგობრების იმედად დარჩენილ ადამიანებზე.
დღესდღეობით საბავშვო ბაღებში დასაქმებული პერსონალის დიდ ნაწილს არ აქვს კვალიფიკაცია, ან ისეთი კვალიფიკაცია აქვს, რომელიც ბავშვთა ადრეულ აღზრდასა და განათლებას არ უკავშირდება,- გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიში, რომელშიც საქართველოში სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევის შედეგებია მოცემული, აჩვენებს, რომ 57 მუნიციპალიტეტიდან მოპოვებული მონაცემების მიხედვით, აღმზრდელთა 44% არაკვალიფიციურია.
1958 წლის ზაფხულია. პატარა ქალაქი დერი დატერორებულია ბავშვების არაადამიანური სისასტიკით მკვლელობის აუხსნელი სერიით. 11 წლის ბიჭები, შვიდნი, ცალ-ცალკე შეხვდებიან ამ საშინელ ბოროტებას. ისინი ქმნიან გაერთიანებას, სახელად „უიღბლოთა კლუბს“ და შეჰფიცავენ ერთმანეთს, რომ იპოვიან და გაანადგურებენ ურჩხულს, რომელსაც ისინი უწოდებენ უბრალო სიტყვას - იგი ანუ ის.
ქართული ღვინო ამ შემთხვევაშიც თითქმის არსად ფიგურირებს, რაც ამ ტურისტულ ქალაქებში დასასვენებლად ჩასულ საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების მოქალაქეებსაც დანანებით არაერთხელ აღუნიშნავთ. ქართული ღვინო ხომ ყველაზე პოპულარული და ცნობადი ჯერჯერობით კვლავ ამ ქვეყნებშია.
კრიტიკოსები და ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ბერლინის კინოფესტივალისთვის 2020 წელი ერთგვარი განახლებისა და ეგზისტენციური ცვლილების თარიღი უნდა გახდეს. არამხოლოდ იმიტომ, რომ ბერლინი საიუბილეო, 70-ე ფესტივალისთვის საგანგებოდ ემზადება, არამედ თავად ფესტივალის დირექციის ცვლილების გამოც. ახალი სამხატვრო ხელმძვანელის, კარლო შატრიანისთვის (იტალია) და აღმასრულებელი დირექტორის, მარიეტა რისენბეკითვის (ჰოლანდია) ეს ერთგვარი ტესტი იქნება: შეძლებენ თუ არა ისინი ერთ-ერთი უძველესი და აღიარებული ფესტივალის ცოტა არ იყოს, შელახული იმიჯის აღდგენას და ახალი იდეებისა თუ კონცეფციის გენერირებას?
ცხადია, არის ალბათობა მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლება უფრო მძიმე გამოცდის წინაშე დააყენოს. გამოგზავნოს ლავროვი და შემდეგ დააკვირდეს, რამდენად „კარგად მოიქცევა“ ჩვენი მთავრობა. მაგრამ, ჩემი აზრით, მოსკოვში კარგად ესმით, რომ საქართველოს ახლანდელი მმართველი პარტიისათვის ეს მეტისმეტად მძიმე გამოცდად შეიძლება იქცეს, რომელსაც ეს პარტია ალბათ გადაყვება კიდეც. მოსკოვში ხომ ახლანდელი მმართველი პარტია აშკარად ურჩევნიათ, ვიდრე ყოფილი მმართველი პარტია.
შარშან ჩვენც შეგვაწუხა ამ ამბავმა, მოვიდნენ დამლაგებლები და გვთხოვეს, იქნებ, რამე უთხრათ კომპანიასო, და რადგან არანაირი ბერკეტი არ გვქონდა, ვერაფერი შევძელით. გვეუბნებიან: „თქვენ რა გინდათ? გამოაცხადეთ ტენდერი? მოვიგეთ. დაგვანებეთ ახლა თავი, ჩვენს თანამშრომლებს ჩვენ მივხედავთ
შტეფან ვაიდნერი თანამედროვე გერმანელი აღმოსავლეთმცოდნეა, რომელიც დღეს რამდენიმე მეცნიერთან ერთად აგრძელებს გერმანული ორიენტალისტიკის საუკეთესო კვლევით ტრადიციებს, რაც არასოდეს შემოიფარგლებოდა მხოლოდ მკაცრად აკადემიური ანალიზით და მუდამ მოიცავდა აღმოსავლეთის, როგორც ცოცხალი და უაღრესად თავისებური სამყაროს, ადგილზე ავთენტურ შესწავლასაც.