ყველა

პუბლიკა

„პუბლიკა“ გთავაზობთ 6 პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „მოქალაქეებისა“ და „ლელოს“ ხედვებს, რომლებიც Partiebi-ზე გამოქვეყნდა.

სოფო აფციაური

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, დალის მთის წყალსაცავი დღეს უფუნქციოდაა. საზოგადოება „ბუნების კონსერვაციისთვის“ - „საბუკო“ - უკვე მეორე წელია, მდინარე ივრის ჭალის ტყის კონსერვაციის პროექტს ახორციელებს. ამ პროექტის ფარგლებში „საბუკოს“ ინიციატივაა, დალის მთის წყალსაცავიდან წყლის პერიოდული გამოშვებით დაიტბოროს მიმდებარე ჭალის ტყეები და ამით იქ არსებული ჰაბიტატი ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდეს.

დავით ბუხრიკიძე

ნეონის განათებით შემოფარგლული სივრცე-ჯოჯოხეთი, რომელშიც მხოლოდ ქვიშა და სამიოდე სკამია, არ ტოვებს ადგილს გულწრფელი აღსარებისთვის. რეჟისორი კარგად იყენებს საცხენოსნო მანეჟის სივრცეს, ქვიშას, ეკრანულ პროექციას და ღამის უდაბნოდ უფრო წარმოაჩენს ჯოჯოხეთს, რომელსაც გარს უსიტყვო მსახური (სპექტაკლში რატომღაც ბაყაყად გადაქცეული მოხეტიალე მოგზაური თუ მთესველი) უვლის გარსს.

ნიკოლას გელოვანი

ელიზაბეთ-კლოდ ჟაკე დე ლა გერს უდავოდ გამორჩეული ადგილი უჭირავს მუსიკის ისტორიაში. ბაროკოს ეპოქის მარგალიტი შეარქვეს, საუკუნის სასწაული, მუსიკალური საოცრება, სწორუპოვარი გენია უწოდეს და კლავესინის უებრო ოსტატად შერაცხეს, თუმცა, ანრი ჯოხაძეს არასოდეს უნახავს ეს შეფასებები, არც კი სმენია ელიზაბეთის გენიისა და სიდიადის შესახებ და ამიტომაც, ბუნებრივია, კომპოზიტორი ქალი ვერ ეღირსა აღიარებას მისგან.

ქრისტინე მუჯირი

რამდენიმე თვეა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა გელათის კომპლექსი არასწორად წარმართული სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების გამო, რამაც სახურავის დაზიანება გამოიწვია, დასველდა კედლები და საფრთხე შეექმნა და დაზიანდა კედლის მხატვრობაც. მომხდართან დაკავშირებით განცხადებებს პერიოდულად ავრცელებდა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო. ისინი მომხდარზე პასუხისმგებლობას შემსრულებელ კომპანიას აკისრებდნენ.

დიმიტრი ლიპარტელიანი

კორონავირუსის ვაქცინის პირველი კლინიკური კვლევიდან 7 თვის თავზე ჩვენთვის ბევრი რამ უფრო ცხადი გახდა. ყველა იაზრებს, რომ სასწორზე პანდემიის დასრულება დევს და ახლა დაშვებული თითოეული შეცდომის ფასი კოლოსალურად დიდია. სამეცნიერო წრეები საზოგადოების ლუპის ქვეშ წარმოუდგენელი სიჩქარით ცდილობენ, მიაღწიონ შეუძლებელს - მედიცინის ისტორიაში პირველად, რეკორდულად მცირე დროში შექმნან  ვაქცინა და მასობრივი იმუნიზაციის გზით მიმდინარე პანდემიას ბოლო მოუღონ.

სალომე გორგოძე

რა რესურსები აქვს ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს პანდემიის სამართავად? კორონავირუსის ყოველდღიური მზარდი დადასტურებული შემთხვევების კვალდაკვალ, რამდენი კლინიკა, საწოლი, სასუნთქი აპარატი და ექიმია მობილიზებული პანდემიის სამართავად? რა რესურსის მობილიზებაა შესაძლებელი კერძო სექტორიდან?

რეკლამა

2020 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო ნომინაცია „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ -  გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე  გახდება ცნობილი.

გიორგი ლობჟანიძე

ამ ნიჭიერების წყალობით, ჩვენ თვალწინ კიდევ ერთხელ შთამბეჭდავად ცოცხლდება ქართული ლიტერატურის ნამდვილი კლასიკოსის ცხოვრებისეული და შემოქმედებითი პერიპეტები, მკითხველი ლაღად, ძალდაუტანებლად გაიაზრებს ოთარ ჩხეიძის მნიშვნელობასაც, მისი წიგნების არსებით დეტალებსაც და მისი ცხოვრებისეული თუ იდეური არჩევანის წინაპირობებსაც.

საქართველო აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირებისას ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. ამის მიუხედავად, ინტერნეტში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა საქართველო ამა თუ იმ ფორმით ყარაბაღის კონფლიქტში რომელიმე მხარეს ირიბად მაინც უჭერდა მხარს. რას ამბობს საქართველოს ხელისუფლება მის მიმართ ბრალდებაზე და რა საფრთხეს შეიცავს ყარაბაღთან დაკავშირებული დეზინფორმაცია საქართველოსთვის?

ქრისტინე მუჯირი

როგორც გადაცემის წამყვანი მიიჩნევს, ნიშანდობლივია, რომ ახალი სეზონი, წინასაარჩევნოდ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე სოციალური გადაცემების გარეშე დაიწყო. პანდემიის პირობებში, მაშინ, როცა აჭარაში კრიტიკული სიტუაციაა, ვირუსის გამო ასევე გაჩერებულია სამედიცინო გადაცემა „იმპულსი“, რომელიც აქამდე უპრობლემოდ გადიოდა ეთერში.

პუბლიკა

სამწუხარო ფაქტია, რომ იმისათვის, რომ ქალები სათანადოდ იყვნენ წარმოდგენილები საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოებში, კვოტირების სისტემის შემოღება მოგვიწია. ცხადია, უფრო კარგი იქნებოდა, რომ ასეთი მექანიზმი არ გვჭირდებოდეს. თუმცა, ამ ეტაპზე კვოტირების სისტემის შემოღება მიზანშეწონილი მიგვაჩნია.