ყველა

ნიკოლას გელოვანი

ძალზე გავლენიან და შეძლებულ ებრაელთა ოჯახში დაბადებულმა როზალინდმა ბავშვობიდანვე იცოდა, რომ მეცნიერი უნდა გამხდარიყო. მის მამას არ სურდა, ამ გზას გაჰყოლოდა, რამეთუ მეცნიერება ქალისათვის შეუფერებელ დარგად მიაჩნდა.

დავით ბუხრიკიძე

აგვისტოში ნაციონალური ბალეტი ბათუმს ეწვევა, თვის ბოლოს კი ვისაც ახალი პროგრამა არ უნახავს, შეუძლია ნაფეტვრების ღია სცენას ესტუმროს და თაკარა „არქეტიპებს“ მართლაც არქეტიპული განზომილება მოუძებნოს.

ნიკოლას გელოვანი

ეს გამოჩენილი მხატვარი, მინიატურისტი და პასტელით ხატვის დიდოსტატი საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფრანგ პორტრეტისტად რომ აღიარეს, 1749 წლის 11 აპრილს პარიზელი ბურჟუების მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა.

პუბლიკა

ამ პოდკასტს საშინაო და ზრუნვის შრომას ვუძღვნი. საკითხებს, რომლებიც ფემინისტურ დღის წესრიგში ერთ-ერთი ნაკლებად განხილული და წინააღმდეგობრივია. პრობლემის ზუსტი არტიკულირებაც კი დღემდე სირთულეს წარმოადგენს, რადგან ოჯახურ ყოველდღიურობაში საშინაო შრომის პროცესი და ემოციური კავშირები მათთან, ვისზეც ვზრუნავთ იმდენადაა ერთმანეთში გადაჯაჭვული და ერთმანეთით განპირობებული, რომ მათი განცალკევებით განხილვა პრობლემურია და ასეც სახელდება „საშინაო, ზრუნვის და ემოციური შრომა“.

პუბლიკა

ეს პროექტი ვერ შედგებოდა, თუ მოსწავლეების მხრიდან მას არ ექნებოდა მოწონება. პროექტი 17 ივნისს დასრულდა. როგორც იდეის ავტორები ამბობენ, სექტემბრიდან პროექტის გაფართოებას გეგმავენ, რათა მეტი საინტერესო კურსი შესთავაზოს მოსწავლეებს.

დავით ბუხრიკიძე

აშკარაა, დროთა განმავლობაში სტურუას თეატრალური მითებიც ისევე გაცვდა, როგორც ოდესღაც, 70-იან წლებში სანიმუშოდ დაზეთილი, საბჭოთა, საყოველთაო და სახალხო „ჟიგული“.

ქრისტინე მუჯირი

როგორც არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდიდან ვიგებთ, განმცხადებელი ითხოვს, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა შეითანხმოს პროექტი. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ესკიზი თბილისის მერიის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ უკვე მოიწონა.

პუბლიკა

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსების შექმნის მიუხედავად, ზოგადი განათლების სისტემა უამრავი პრობლემის წინაშეა და სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაცია, რის გამოც, შესაძლოა მომდევნო აკადემიური წელი სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურად განხორციელდეს.

გიორგი ლობჟანიძე

ერთხელ, ჯალალ ედ-დინ რუმის ყაზალების ჩემეული, მაშინ სრულიად ახალი და გამოუქვეყნებელი თარგმანების ასეთი განხილვის მერე, შინ დამპატიჟა. გადმოეწყო, რაც კი სპარსული და არაბული წიგნები გააჩნდა, რაც მთელი ცხოვრება დიდი გაჭირვების პირობებში რუდუნებით ეგროვებინა და მითხრა:

პუბლიკა

ის, რაზეც დღეს მე ამ პოდკასტში უნდა ვილაპარაკო არის გოგოების მიერ ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩენილი იმპულსი, თავშეკავება,სხვა ინტენსივობა, ტემპორალობა და მელოდრამა. ეს არაა გამიზნულად რაციონალურის, დაფიქრების წინააღმდეგ წასვლა, არამედ იმ ყველაფრის განცდაა, რაზეც ფიქრობენ და როგორც ფიქრობენ;

მალხაზ ხარბედია

ღვინო აღარ იყიდება, დიდხანს იცდის მარანში, სარდაფში, თაროებზე, ქვევრებში, ცისტერნებში. და ვიწყებთ ფიქრს, თავს ვეუბნებით, არ გაიყიდება და ნუ გაიყიდება, შევინახავ, დავაძველებ, მეტი დამრჩება, 10-ის ნაცვლად იქნებ 20 ყუთიც გადავდო.

მარკიზ დე სადს, ცნობილს დაუსრულებელი ორგიებით, ბრალდებებითა და სექსუალური სკანდალებით, მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთი სასტიკად დევნიდა. მწერალი ხშირად სტუმრობდა ბასტილიას, ადგილს, სადაც მისი სიკვდილით დასჯა უნდოდათ.