განათლება
„პუბლიკა“ ესაუბრა ათამდე რესპონდენტს, განათლების საკითხების მკვლევრებს, მედიისა და განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს. რესპონდენტები გვიყვებიან განათლების სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საკუთარ გამოცდილებაზე და ამბობენ, რომ ბოლო წლებში უწყებიდან მათთვის საჭირო მონაცემების მიღება გართულებულია და, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელიც კია.
როგორ ვითარდება რუსულენოვანი განათლების სისტემა საქართველოში რუსულ-უკრაინული ომის ფონზე? როგორია საჯარო და კერძო ავტორიზებულ სკოლებში მოსწავლეთა დემოგრაფიული ცვლილებების დინამიკა 2020 წლიდან დღემდე? რა საგანმანათლებლო შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველო რუსულენოვან მიგრანტებს? რა ალტერნატივები არსებობს ქვეყანაში განათლების სისტემების შეთავაზებების მიღმა? - ეს საკითხები სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით იკვლია.
თუმცა, დღემდე სიახლე ამ მიმართულებით სამინისტროს არ დაუანონსებია. ამ პროცესთან დაკავშირებით ვადებსა და რეფორმაზე დამატებითი ინფორმაციის გარკვევის მიზნით „პუბლიკამ“ შეკითხვებით განათლების სამინისტროს მიმართა, თუმცა, შეკითხვებზე პასუხი არ მოგვაწოდეს.
თბილისის 21-საჯარო სკოლის და სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის უკვე ყოფილი დირექტორები ამბობენ, რომ მათი კრიტიკული დამოკიდებულების გამო განათლების სამინისტრომ ისინი დირექტორობის კანდიდატებად სკოლებში არ წარადგინა და მათი სასკოლო სივრცედან ჩამოშორება პოლიტიკური მიზნებით იყო მოტივირებული.
„აპრიორი უნდა მივიღოთ, რომ დანაკარგები არის და დავგეგმოთ, რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს დანაკარგები დავძლიოთ... დღეს ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ სადიაგნოსტიკო ტესტი, რომელიც გვეტყვის სტანდარტთან მიმართებაში, სად არიან მოსწავლეები, მაგრამ დანაკარგზე და მის სიზუსტეზე საუბარი, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება“.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ განათლების კოალიციის ინიციატივითა და ორგანიზებით, წელს მეშვიდედ ტარდება. ვებგვერდზე www.tprize.ge მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება 17 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მასწავლებლების წარდგენა წელსაც შეეძლებათ ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს.