ღვინო
ღვინო აღარ იყიდება, დიდხანს იცდის მარანში, სარდაფში, თაროებზე, ქვევრებში, ცისტერნებში. და ვიწყებთ ფიქრს, თავს ვეუბნებით, არ გაიყიდება და ნუ გაიყიდება, შევინახავ, დავაძველებ, მეტი დამრჩება, 10-ის ნაცვლად იქნებ 20 ყუთიც გადავდო.
თუნდაც ერთი ჭიქა ე.წ. გაკეთებული ან დაავადებული ღვინის სმას ჭეშმარიტი ღვინის მოყვარულისათვის დიდი ძალისხმევა და საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა ჭირდება.
მიუხედავად ამისა, 1960 წლისთვის გურია ვენახის განვითარების პოტენციური შესაძლებლობებით საქართველოში მესამე ადგილზე იყო (541.9%-ით ზრდის შესაძლებლობით). თანაც, ეს ისე იყო დათვლილი რომ ვაზს ჩაისა და ციტრუსისთვის მეტოქეობა არ გაეწია.
ქართული ღვინო ამ შემთხვევაშიც თითქმის არსად ფიგურირებს, რაც ამ ტურისტულ ქალაქებში დასასვენებლად ჩასულ საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების მოქალაქეებსაც დანანებით არაერთხელ აღუნიშნავთ. ქართული ღვინო ხომ ყველაზე პოპულარული და ცნობადი ჯერჯერობით კვლავ ამ ქვეყნებშია.
მყვინთავებსა თუ რიგით ადამიანებს არერთხელ აღმოუჩენიათ ზღვის ფსკერზე დამარხული ძველი ღვინოები, რომლებიც ან გემების ჩაძირვის შემდეგ გასული მრავალი წლის მიუხედავად გადარჩა, ანდა კონკრეტულმა ადამიანებმა შეინახეს/გადამალეს, მერე გადაავიწყდათ და ამით დიდი სიურპრიზი გაუკეთეს შემთხვევით მპოვნებლებს.
სამწუხაროდ, ბევრ „გარაჟის მეღვინეს" არ ჰყოფნის სათანადო ცოდნა და გამოცდილება, რომ ღვინის ხარისხის დაცვა შეძლოს, რაც საბოლოო ჯამში მათ მიერ დამზადებული ღვინის დაავადებითა და უხარისხობით სრულდება.
უკრაინა დღემდე იბრძვის ყირიმის ვენახებისა და უძველესი მარნების დასაბრუნებლად, თუმცა ოკუპაცია წლიდან-წლამდე შეუქცევად ხასიათს იღებს. არადა, ყირიმის ტერიტორიაზე მეღვინეობა სათავეს ჯერ კიდევ ელინური ეპოქიდან იღებს და დღემდე გრძელდება.
საქართველოში კურორტებზე ღვინოს ყოველთვის განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით მოიხმარდნენ. თუმცა, ცხადია, ამ მხრივ ზაფხულის კურორტები უნდა გამოვარჩიოთ, რადგან კარგად იცით, რომ ზამთრის კურორტებზე უმეტესად არაყს და ზოგადად მაგარ სასმელებს ენიჭება უპირატესობა.
- 1
- 2