ვასკა მათითაიშვილი

2019 წლის კორონავირუსის გადადების ზუსტი დინამიკა ჯერ კიდევ დასადგენია. ზოგადად კი, რესპირატორული დაავადებები ძირითადად ნერწყვის შხეფების საშუალებით გადადის, რომელსაც ადამიანი ცემინებისა და ხველის  დროს გამოყოფს. ცხვირის, პირის ან თვალის არეში ამ შხეფების მოხვედრა მნიშვნელოვნად ზრდის ვირუსის გავრცელების რისკს.

ლიკა ზაკაშვილი

„ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში: არსებული გამოწვევებისა და ბარიერების შესწავლა“, – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც მიმდინარე წელს „ადიქციის კვლევების ინსტიტუტმა“ და დამოკიდებულების კვლევითი ცენტრმა, „ალტერნატივა ჯორჯიამ“ ჩაატარეს.

სიმონ გაბრიჭიძე

ალბათ იკითხავთ, რა უნდა გაკეთდეს, რომ აღნიშნული პროგნოზი არ გამართლდეს? ამისათვის უპირველესად სახელმწიფოს ძლიერი ნებაა საჭირო - მთავრობამ კარგად უნდა გაიაზროს შექმნილი მდგომარეობის სერიოზულობა და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას „მოჯადოებული წრის“ გასარღვევად.

ნათია ამირანაშვილი

ამბროლაურიდან 25 კილომეტრში, რაჭის პატარა სოფელ ურავში დარიშხანის სუნი ისევ იგრძნობა. მოსახლეობა ცხოვრებას განაგრძობს, იზრდებიან ბავშვები, პურიც ცხვება, მაგრამ მათ ყოველდღიურობას დარიშხანის კვალი აჩრდილივით დღემდე დაჰყვება. სოფელში დარიშხანის ყოფილი საწარმოს ნანგრევები ახლა ქვეწარმავლების ბუდედ ქცეულა. აქ წინა საუკუნის 30-იანი წლებიდან 90-იანებამდე დარიშხანის მადანს ამუშავებდნენ. პროდუქცია საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოიყენებოდა როგორც სამხედრო, ასევე მრეწველობის სხვადასხვა დარგში.