ჯანდაცვა
ონკოლოგიური პაციენტებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მნიშვნელობა არაერთი საერთაშორისო კვლევით არის დადასტურებული. ზრუნვის ამ სერვისებს მკურნალობის ეფექტიანობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი ავადობის უწყვეტი ზრდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვლინდება და მატება ქალთა პოპულაციას ეხება. მაღალი ავადობის ქვეყნებად მიიჩნევა ის ქვეყნები, რომლებშიც ქალთა შორის ავადობა 100 000 ქალზე 10-ს შეადგენს, საქართველოში კიბოს პოპულაციური რეგისტრის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი 100 000 ქალზე 48-ს შეადგენს.
იმუნიზაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ღონისძიებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, თავისი მნიშვნელობით იგი სუფთა წყლის შემდეგ მეორე ადგილზეა. იმუნიზაციის შედეგად, ყოველწლიურად, სავარაუდოდ, 2.5 მილიონ ადამიანზე მეტი გადარჩება სიკვდილისაგან, რაც ამცირებს კონკრეტული დაავადების მკურნალობის ხარჯს.
„ვოქსზოგოზე“ ერთ-ერთი ახალი დასრულებული კვლევა მიმდინარე წელს გამოქვეყნდა რეცენზირებად ჟურნალ Genetics in Medicine-ში. კვლევის შედეგების მიხედვით, ვოზორიტიდის მიღება 3.5 წლიდან 5-18 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ზრდაში ეხმარება. რაც შეეხება უსაფრთხოებას: წამლის ხანგრძლივვადიანი უსაფრთხოების პროფილი დადებითია, მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენის გარეშე. კვლევის ფარგლებში არ მომხდარა სხეულის პროპორციების, ძვალში მინერალების სიმჭიდროვის შემცირება და ხერხემლის გამრუდება.
ეკა მალანია რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ექთნად მუშაობს. გვიყვება ემოციურად და ფიზიკურად დამღლელ მორიგეობებზე, მძიმე სამუშაო პირობებსა და გრაფიკზე, ანაზღაურებაზე - ყველაფერ იმაზე, რის წინაშეც კორონავირუსის პანდემიამ სამედიცინო პერსონალი დააყენა.
გენერიკული დასახელება საშუალებას გვაძლევს ერთსა და იმავე ეფექტის მქონე მედიკამენტებს შორის ავირჩიოთ ჩვენთვის ფინანსურად ყველაზე ხელსაყრელი ვერსია
ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს უსვამენ, რაც მათ ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. ონკოლოგიური დაავადებების კვლევა ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სამეცნიერო მიმართულებად ითვლება, რისი დამსახურებაცაა, რომ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდოლოგია უწყვეტად იხვეწება.
ეს არის ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილის თარგმანი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებისა - როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კორონავირუსის პანდემიის პირობებში. რეკომენდაციები მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფისთვის:
ამერიკელ ინტელექტუალსა და მწერალს, კრისტოფერ ჰიტჩენს 2010 წელს საყლაპავის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. შემდეგი 1,5 წლის განმავლობაში მან დაავადების მიერ მოტანილი ფიზიკური და ემოციური განსაცდელი რამდენიმე ესეიში დეტალურად აღწერა. მისი სიკვდილის შემდეგ ეს ჩანაწერები წიგნად გამოიცა.
თუკი პაციენტს კორონავირუსზე გაუჩნდებოდა ეჭვი, მას კლინიკაში ათავსებდნენ. პირველ რიგში პაციენტს სიცხეს უზომავდნენ. შემდეგ სამედიცინო ისტორიას იკვლევდნენ, შემდგომ კი – პაციენტის მოგზაურობის ისტორიას და რამდენ პირთან ჰქონდა კონტაქტი კლინიკაში მოთავსებამდე.