ლიკა ზაკაშვილი

„ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში: არსებული გამოწვევებისა და ბარიერების შესწავლა“, – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც მიმდინარე წელს „ადიქციის კვლევების ინსტიტუტმა“ და დამოკიდებულების კვლევითი ცენტრმა, „ალტერნატივა ჯორჯიამ“ ჩაატარეს.

ნათია ამირანაშვილი

ამბროლაურიდან 25 კილომეტრში, რაჭის პატარა სოფელ ურავში დარიშხანის სუნი ისევ იგრძნობა. მოსახლეობა ცხოვრებას განაგრძობს, იზრდებიან ბავშვები, პურიც ცხვება, მაგრამ მათ ყოველდღიურობას დარიშხანის კვალი აჩრდილივით დღემდე დაჰყვება. სოფელში დარიშხანის ყოფილი საწარმოს ნანგრევები ახლა ქვეწარმავლების ბუდედ ქცეულა. აქ წინა საუკუნის 30-იანი წლებიდან 90-იანებამდე დარიშხანის მადანს ამუშავებდნენ. პროდუქცია საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოიყენებოდა როგორც სამხედრო, ასევე მრეწველობის სხვადასხვა დარგში.

ამ სკრინინგის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიხშირე დაახლოებით 12%-დან 15%-მდეა, ლაპარაკია რისკჯგუფის ბავშვებზე.  რამდენად დადასტურებულად ექნებათ გარკვეული დიაგნოზი რისკჯგუფის ბავშვებს, უფრო დეტალურად მეორე ეტაპზე გაირკვევა.

პუბლიკა

„უმნიშვნელოვანესი იქნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ამ დამაბინძურებლების ზემოქმედების შემცირების გზების შეფასება, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ძუძუთი კვების უპირატესობა გაცილებით მეტია, ვიდრე მავნე მიკროპლასტმასების არსებობით გამოწვეული უარყოფითი მხარეები. ასეთმა კვლევებმა არ უნდა შეამციროს ბავშვების ძუძუთი კვება, არამედ უნდა გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება. სწორედ ამ საზოგადოების ზეწოლის შედეგად პოლიტიკოსებმა დაბინძურების შემცირებისკენ მიმართული კანონები უნდა მიიღონ“

სიმონ გაბრიჭიძე

ალბათ იკითხავთ, რა უნდა გაკეთდეს, რომ აღნიშნული პროგნოზი არ გამართლდეს? ამისათვის უპირველესად სახელმწიფოს ძლიერი ნებაა საჭირო - მთავრობამ კარგად უნდა გაიაზროს შექმნილი მდგომარეობის სერიოზულობა და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას „მოჯადოებული წრის“ გასარღვევად.

პუბლიკა

„მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ყველასთან სხვადასხვაგვარად ვლინდებოდეს, სეზონური აფექტური აშლილობის სიმპტომები შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს – ზოგისთვის, მაგალითად, ხუთ თვემდე“

ლიკა ზაკაშვილი

რა სჭირდება ბიოფსიქოსამედიცინო მიდგომის დანერგვას ჯანდაცვის სისტემაში - ეს მხოლოდ კონცეპტუალური საკითხია, თუ მას თან უნდა ახლდეს რესურსების ახლებური გადანაწილება როგორც ადამიანური, ისე ფინანსური. ამ საკითხზე საუბრისას უჩა ვახანია ამბობს, რომ ბიოფსიქოსოციალური მიდგომის დანერგვას სჭირდება არამხოლოდ სისტემის კონცეპტუალური გადახედვა, არამედ შესაბამისი ცვლილებების განხორციელება - რაც თავისთავად გულისხმობს სხვადასხვა პროფესიის განვითარებას და არა მხოლოდ ამას.

ესპანეთში კორონავირუსი სწრაფი ტემპით ვრცელდება. სულ უფრო იმატებს სიკვდილიანობაც. დღეს ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით ჩინეთსაც გადაასწრო და ახლა მხოლოდ იტალიას ჩამორჩება. ინფიცირებულთა რაოდენობით კი მეოთხეა მსოფლიოში – ჩინეთის, იტალიისა და აშშ-ის შემდეგ. 47 000-ზე მეტი შემთხვევა და 3434 გარდაცვლილი, 25 მარტის მონაცემებით – ქვეყანას კორონავირუსთან გამკლავება უჭირს. როგორ გავრცელდა ასე სწრაფად კორონავირუსი ესპანეთში და რატომ უჭირს ქვეყანას მასთან ბრძოლა?

პუბლიკა

14 წლის წინ ფოთიდან დედაქალაქში დაჯილდოებაზე ჩამოსული, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, საავადმყოფოში აღმოვჩნდი. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ჩემი წონაში კლება, პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება, მადის მომატება. დიაგნოზი - შაქრიანი დიაბეტი.

ნათია ამირანაშვილი

კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტები 60-ზე მეტი მდგომარეობის სამართავად და გვერდითი მოვლენების შესამცირებლად გამოიყენება

პუბლიკა

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ენდომეტრიოზისგან განკურნება შეუძლებელია, სანამ მეცნიერები არ იპოვიან პასუხს, თუ რა იწვევს ამ დაავადებას (ჯერჯერობით მხოლოდ თეორიებია), თუმცა არსებობს ამ დაავადების მართვის გზები და მათი ცოდნა ყველა ქალის უფლებაა

ოფიციალურად გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლესთან ახლოსაც არაა და ის კონტექსტიდან ამოგლეჯილად, არასწორად დაუკავშირეს მეტადონის პროგრამის პაციენტების რიცხვს.