ჯანდაცვა
რა ტიპის გამოცდილებებს უკავშირდება პანდემიური რეჟიმი და როგორ გაუმკლავდა მსოფლიო მსგავს კრიზისებს გასულ საუკუნეში?
დარგის ექსპერტების აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ტკივილის მართვა დაეფუძნოს არა დიაგნოზს და ან სიცოცხლის პროგნოზს, არამედ როგორც ეს მთელს მსოფლიოშია - ტკივილის ინტენსივობას. ანუ თუ ტკივილი ძლიერია და არ მოქმედებს სხვა ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, პაციენტს უნდა ჰქონდეს წვდომა ოპიოიდურ ტკივილგამაყუჩებლებზე, რათა ისინი არ დაიტანჯონ ძლიერი ტკივილისგან.
2019 წლის კორონავირუსის გადადების ზუსტი დინამიკა ჯერ კიდევ დასადგენია. ზოგადად კი, რესპირატორული დაავადებები ძირითადად ნერწყვის შხეფების საშუალებით გადადის, რომელსაც ადამიანი ცემინებისა და ხველის დროს გამოყოფს. ცხვირის, პირის ან თვალის არეში ამ შხეფების მოხვედრა მნიშვნელოვნად ზრდის ვირუსის გავრცელების რისკს.
შიდსს (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი იწვევს. ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ აზიანებს დამცავ, ანუ იმუნურ სისტემას და თანდათანობით მწყობრიდან გამოჰყავს იგი. აივ ინფექცია ეწოდება აივ-ით გამოწვეულ დაავადებას.
რა არის კვებითი აშლილობა? რას უკავშირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის ეს დარღვევა? რა იწვევს კვებით აშლილობას და მისი რა ტიპებია ყველაზე გავრცელებული? როგორ ხდება დიაგნოსტირება და არსებობს თუ არა საქართველოში კვებითი აშლილობის მკურნალობის პრაქტიკა?
„შემდეგი დღეებისა და კვირების განმავლობაში ველოდებით ვირუსის შემთხვევებს, სიკვდილიანობის ზრდას და იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ვირუსი შეაღწევს, გაიზრდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ, როგორც გავრცელების მაღალი დონით, ისე ვირუსის სირთულით. ამიტომაც ვაცხადებთ, რომ COVID-19 შეიძლება შევაფასოთ, როგორც პანდემია“, – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
გთავაზობთ უახლეს ინფორმაციას იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთა გამოყენებაც კვლევების დასრულების შემდეგ შესაძლოა, კორონავირუსული ინფექციის სამკურნალოდ მასშტაბურად დაიწყოს.
ჯანდაცვის სამინისტროსგან „პუბლიკა“ ამ დრომდე ელოდება პასუხს კითხვებზე - რა მიზანს ემსახურება ეს ცვლილებები? რატომ გახდა აუცილებელი? რა სტანდარტის დამკვიდრებას ცდილობს სახელმწიფო? და იყო თუ არა კონსულტაციები საერთაშორისო თუ ადგილობრივ სპეციალისტებთან ცვლილებების მიღებამდე?
საპნის ხსენებაზე ყველას ჰიგიენა ახსენდება, თუმცა, ცოტას თუ აქვს გააზრებული, რომ საპონი ჩვენი მთავარი იარაღია იმ უხილავ ბრძოლაში, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი პათოგენების წინააღმდეგ თითქმის ყოველდღე აწარმოებს. კაცობრიობამ დიდი გზა განვლო, სანამ საპონს სათანადოდ დააფასებდა, თუმცა მრავალს ჯერაც არ ესმის, რა წვლილი შეაქვს საპონს არა მხოლოდ პირადი ჯანმრთელობის, არამედ საზოგადოებრივი უსაფრთხოების შენარჩუნების გზაზე.
„ეს დანის პირზე სიარულს ჰგავს”, - ამბობს მკვლევარი ჯონათან ჰიინი და ამგვარად ეფექტიანი ვაქცინის შექმნისთვის გაჩაღებულ სამეცნიერო რბოლას აღწერს. კანადელი მეცნიერი ერთ-ერთია იმ 124 ფარმაკოლოგიური ფირმის ათასობით მკვლევარს შორის, ვინც Covid-19-ის დასამარცხებელ ვაქცინაზე მუშაობს. ამათ შორის ყველაზე დაწინაურებული მხოლოდ 10 ლაბორატორია გახლავთ - ისინი უკვე ვაქცინის კლინიკური კვლევის ფაზაზე არიან.
საქართველოში, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით, რამდენიმე ტიპის სახელმწიფო პროგრამა არსებობს. გაეცანით სტატიას, რომელი პროგრამა გეკუთვნით და როგორ შეძლებთ მასში ჩართვას
სუიციდთან ბრძოლაში ინფორმირებულობა მნიშვნელოვანი იარაღია. თვითმკვლელობისა თუ მისი მცდელობის შემთხვევებში, ხშირად თვალსაჩინო გამხდარა, რომ საზოგადოებამ თუ მედიამ არ იცის, როგორ უპასუხოს სწორად ამ პრობლემას.