დავით ბუხრიკიძე

ჟან-პოლ ბელმონდო ღრმად მოხუცებული, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა პარიზში. მისი უამრავი კინოროლი ახალგაზრდობის, ჯანყის, ავანტიურისა და სიკვდილთან თამაშის რიტუალს წააგავს. ან პირიქით, ნებისმიერი იდეალის მხიარულ და დაუნდობელ უარყოფას. მოქმედების აუცილებლობა და რაღაცნაირი, ცინიკური  რომანტიზმი მისი პერსონაჟების თანამდევი და ლამის სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობაა.

პუბლიკა

როგორც ირკვევა, კობა ხუბუნაი კირთაძეს ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ რეორგანიზაციის პროცესში იგეგმებოდა მისი პოზიციის, რომელიც შტატგარეშე პოზიცია იყო, შტატში გადატანა და ახალი საშტატო ერთეულის შექმნა, ახალშექმნილ საშტატო პოზიციაზე კი გამოცხადდებოდა ღია კონკურსი, რომელშიც მასაც შეეძლებოდა მონაწილეობა.

მიხეილ ციხელაშვილი

ასე ავლებს პარალელს ტაიკა უაიტიტი საკუთრ ბავშვობასთან და ამავდროულად ესაუბრება ყველა იმ ბავშვს, რომლისთვისაც ისტორიის ნაცისტური იდეოლოგიით სავსე ფურცელი ტაბუდადებულ და აუხსნელ თემას წარმოადგენს.

ნიკოლას გელოვანი

ბოლოს და ბოლოს, ოსტინმა მაინც აირჩია ერთი; გადაწყვიტა, რომ ჯეკი იყო მისი ერთადერთი, ჭეშმარიტი და მარადიული სიყვარული; ის ადამიანი, რომელიც სულ უყვარდა (მაშინაც კი, როცა სოიერთან ჰქონდა კავშირი), სიცოცხლის ბოლომდე და სიკვდილის შემდეგაც კი ეყვარებოდა. სოიერმა ჯულიეტთან ყოფნა არჩია.

დავით ბუხრიკიძე

მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის დოკუმენტური ფილმის - „ჯადოსნური მთის“ ისტორია კარგად წარმოაჩენს სახელმწიფო პოლიტიკის დამოკიდებულებას კინემატოგრაფის მიმართ.

პუბლიკა

სოციალური მეცნიერებები შეისწავლის სოციალურ ჯგუფებს. მაგალითად, ანთროპოლოგია დიდწილად განისაზღვრება პრაქტიკული (საველე) სამუშაოებით. ანთროპოლოგი ცხოვრობს იმ ადამიანებს შორის, ვისი გადაღებაც სურს.

პუბლიკა

გულწრფელობა ალბათ არსად ისეთი საჭირო და აუცილებელი არ არის, როგორც კინოში. სწორედ უსაზღვრო გულწრფელობაა ნინო ჟვანიას 2020 წლის ფილმის, „აღლუმის“ ერთ-ერთი მთავარი ღირსება, რომელიც 3 ბავშვობის მეგობრის პატარა მოგზაურობაზე გვიყვება. ეს უკანასკნელი ოდისეაა ხსოვნის სახელით, რომელსაც არ გააჩნია საბოლოო დანიშნულება.

პუბლიკა

დოკუმენტური კინოს გადაღება თევზაობას ჰგავს. ორივეს ერთი პრინციპი აქვს: მეთევზემ ჯერ უნდა მოძებნოს ადგილი, სადაც, მისი ვარაუდით, ბევრი თევზია. შემდეგ კი ანკესი დაამაგროს და დაელოდოს იმ იმედით, რომ მისგან საუკეთესო შედეგს ამოიღებს. დოკუმენტალისტი რეჟისორიც, პირველ რიგში, ეძებს თემებს, იკვლევს, სად შეიძლება გამოვიდეს კარგი მასალა.

ბასტი მგალობლიშვილი

ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალიც ამ მნიშვნელოვან ნიშას უკვე მეორე წელია, იკავებს: გვაჩვენოს და ყურადღება გაგვამახვილებინოს იმ სურათებზე, რომლებიც დიდი ფესტივალების სრულმეტრაჟიანი ფილმების ბრჭყვიალებაში იკარგებიან ხოლმე.

ბასტი მგალობლიშვილი

დანიის კინოინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, კლაუს ლადეგაარდი თბილისს სტუმრობდა. დოკუმენტური კინოს ასოციაციის (DOCA Georgia) ორგანიზებით მასთან საჯარო შეხვედრაც გაიმართა, სადაც ლადეგაარდმა კინოპროფესიონალებს გამოცდილება გაუზიარა კინოს მხარდაჭერის, კინოცენტრის მართვისა და სპეციფიკის შესახებ. ლადეგაარდს ამ ღონისძიებაზე შევხვდით და ქართულ კინოში მიმდინარე პროცესებზეც ვესაუბრეთ.

  • 1
  • 2