პუბლიკა

დოკუმენტური კინოს გადაღება თევზაობას ჰგავს. ორივეს ერთი პრინციპი აქვს: მეთევზემ ჯერ უნდა მოძებნოს ადგილი, სადაც, მისი ვარაუდით, ბევრი თევზია. შემდეგ კი ანკესი დაამაგროს და დაელოდოს იმ იმედით, რომ მისგან საუკეთესო შედეგს ამოიღებს. დოკუმენტალისტი რეჟისორიც, პირველ რიგში, ეძებს თემებს, იკვლევს, სად შეიძლება გამოვიდეს კარგი მასალა.

ბასტი მგალობლიშვილი

ნელი მონტაჟი, ფრთხილად შერჩეული კომპოზიციები და სიზმრისეული ატმოსფერო კი ტრანსცენდენტულობის ისეთ ხარისხს იძლევა, რომ ფილმში ნანახი ხის მოჭრა აღარ არის მხოლოდ ხის მოჭრა, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, ამოთხრილი ხის გაცილება აღარ არის მხოლოდ გაცილება და ასე უსასრულოდ.

ბასტი მგალობლიშვილი

კინოდარბაზების სიმწირემ და პანდემიამ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს თავისი კვალი დაატყო. „ამირანის“ ფოიეში კინომოყვარულები უკვე ნოსტალგიით იხსენებენ, როგორ უყურებდნენ ფილმებს ხალხით გადავსებულ „რუსთაველის“ დიდ დარბაზში, ზოგჯერ უბილეთობის გამო კიბეებზე ჩამოჯდომასაც რომ არ თაკილობდნენ და არც ვირუსის ეშინოდათ.

დავით ბუხრიკიძე

ჟან-პოლ ბელმონდო ღრმად მოხუცებული, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა პარიზში. მისი უამრავი კინოროლი ახალგაზრდობის, ჯანყის, ავანტიურისა და სიკვდილთან თამაშის რიტუალს წააგავს. ან პირიქით, ნებისმიერი იდეალის მხიარულ და დაუნდობელ უარყოფას. მოქმედების აუცილებლობა და რაღაცნაირი, ცინიკური  რომანტიზმი მისი პერსონაჟების თანამდევი და ლამის სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობაა.

ნიკოლას გელოვანი

ბოლოს და ბოლოს, ოსტინმა მაინც აირჩია ერთი; გადაწყვიტა, რომ ჯეკი იყო მისი ერთადერთი, ჭეშმარიტი და მარადიული სიყვარული; ის ადამიანი, რომელიც სულ უყვარდა (მაშინაც კი, როცა სოიერთან ჰქონდა კავშირი), სიცოცხლის ბოლომდე და სიკვდილის შემდეგაც კი ეყვარებოდა. სოიერმა ჯულიეტთან ყოფნა არჩია.

ანა მესხიშვილი

გასული საუკუნის საფრანგეთის 50-60-იანი წლები საინტერესოა როგორც კინოს, ასევე მოდის მოყვარულთათვის. ამ პერიოდში განიცდის აყვავებასა და ერთგვარ აღორძინებას ორივე ინდუსტრია. 50-60-იანების ფრანგული მოდა სოციალური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, ისევე როგორც კინო.

მიხეილ ციხელაშვილი

ასე ავლებს პარალელს ტაიკა უაიტიტი საკუთრ ბავშვობასთან და ამავდროულად ესაუბრება ყველა იმ ბავშვს, რომლისთვისაც ისტორიის ნაცისტური იდეოლოგიით სავსე ფურცელი ტაბუდადებულ და აუხსნელ თემას წარმოადგენს.

ნინო ძანძავა

„ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული“ – ასე ჰქვია ალექსანდრე კობერიძის პირველ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, რომელიც 2017 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გერმანელ კინოკრიტიკოსთა ასოციაციის პრიზით დაჯილდოვდა. მობილური ტელეფონით გადაღებული 202-წუთიანი ფილმი არ ჰგავს არც ერთ ქართულ ფილმს, თუმცა ქართული კინოს ისტორიას ნამდვილად ატარებს. 

2019 წელი გარკვეული თვალსაზრისით ქართული ქვიარ კინოსთვის თვითგამორკვევის ახალ ფაზადაც შეიძლება მივიჩნიოთ. მაყურებელმა ქართულ კინოთეატრებში სამი ისეთი ფილმი იხილა, რომელშიც ცენტრალური ჰომოსექსუალური ურთიერთობაა.

თეო ხატიაშვილი

უნდა აღინიშნოს, რომ „ნელი კინო“ უფრო ფართო მოძრაობის, ფაქტობრივად, სუბკულტურის ნაწილია, რომელსაც “ნელ მოძრაობას” უწოდებენ. ეს უკანასკნელი უპირისპირდება თანამედროვე ავტომატიზებული და მექანიზებული სამყაროს აჩქარებულ რიტმს, რომელიც აისახება ცხოვრების წესსა თუ ადამიანის საქმიანობის ნებისმიერ სფეროში და სადაც ხარისხს განსაზღვრავს არა ის, თუ „რამდენად კარგად“, არამედ ის, თუ „რამდენად სწრაფად“.

  • 1
  • 2