საზოგადეობა

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე დაწერილი გინების გამო მოქალაქე ზურაბ ოსიყმაშვილი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. სამართალდარღვევის ოქმი „სქროლვა-სქრინვის” სამმართველომ შეადგინა. „მითების დეტექტორს“ Tinatin Topuria-ს ექაუნთი ინდენტიფიცირებული აქვს, როგორც არაავთენტური ანგარიში, რომელიც სხვა ექაუნთების მსგავსად, სისტემატიურად ავრცელებს მოლკე ვიდეოებს, რომლებიც ფოკუსირებულია ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და დასავლური კურსის მხარდამჭერი აქტორების დისკრედიტაციაზე.

პუბლიკა

ირანელი აქტივისტი ჰადი როსთამი, რომლის შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, „პუბლიკას“ უყვება, რომ საქართველო-სომხეთის საზღვარზე მოტყუებით გადაიყვანეს, რის შემდეგაც ქვეყანაში აღარ შემოუშვეს.

ნინო კიკვაძე

საქართველოში დიუშენის სინდრომის მქონე 100-მდე ბავშვია, მათ მშობლებს კი უკვე ორი წელია, სახელმწიფო სხვადასხვა არგუმენტით არ უკმაყოფილებს მოთხოვნას, შემოიტანოს და დააფინანსოს FDA-ის მიერ დამტკიცებული ოთხი ტიპის მედიკამენტი - ჯივინოსტატი (სავაჭრო სახელით Duvyzat); ვამოროლონი (სავაჭრო სახელით Agamree); exon-skipping თერაპიები (Exondys 51, Vyondys 53, Amondys 45) და ელევიდისი (გენური თერაპია).

ლიკა ზაკაშვილი

31 დეკემბერს ფოთის მე-15 საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს მასწავლებელი იგორ კეკელია. გათავისუფლების ბრძანებაში ოფიციალურ მიზეზად დისციპლინური გადაცდომაა მითითებული. კეკელიას თქმით, მიზეზი „ფორმალურია“ და უკავშირდება მისი შესაძლო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას, რომლის გამოც სკოლა მისგან განცხადების დაწერასა და სკოლის დატოვებას მოითხოვდა.

ბასტი მგალობლიშვილი

მანამდე კი მოკლედ გაეცანით 14 ამბავს - რა ვიცით საქართველოში დაგეგმილი პროექტების შესახებ:

ბასტი მგალობლიშვილი

„სხვა ვერ გადაგვარჩენს. ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ გამოსავალი“, - ამ მოწოდებით შეიქმნა სამოქალაქო ინიციატივა „ანტიკრიზისული პლატფორმა“, რომლის პრეზენტაციაც კლასიკური გიმნაზიის წინ 16 ოქტომბერს გაიმართა. 

პუბლიკა

„განათლების მინისტრმა, სულ ბოლოს, როცა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იყო, ასეთი რამ თქვა: 3-4 წელიწადში, მას შემდეგ, რაც დასრულდება სასკოლო ინფრასტრუქტურის მომზადება, სასკოლო კვებაზე ფიქრი შეიძლება დავიწყოთო. ის ფაქტი, რომ საქართველოში მოქმედი სკოლების 75%-ს არ აქვს ფუნქციური ბუფეტი, ჩვენ ვიცოდით 2 წლის წინაც. ის, რომ სკოლები მზად არ არიან საკვების ადგილზე მოსამზადებლად, ამაში ახალი არაფერია. სამინისტრო სკოლების ინფრასტრუქტურული მზადყოფნის საკითხს იმიზეზებს. არსებობს სასკოლო კვების სხვადასხვა მოდელი, მათ შორის – დამზადებული საკვების ადგილზე მიტანის. ასე ბევრ ქვეყანაში აკეთებენ. ამიტომ, იმ არგუმენტს, რომ სკოლაში საკვები აუცილებლად ადგილზე უნდა მომზადდეს და აუცილებელია ფუნქციური ბუფეტი, ვერ გავიზიარებთ ვერცერთ შემთხვევაში. თუ სკოლაში გამზადებული სადილი ყუთებით მივა, რისთვის არის საჭირო 6 წელი მიმწოდებლების მომზადება? საკვების უსაფრთხოებაზე კანონმდებლობა უკვე გვაქვს. სტანდარტები დადგენილია. ასევე, საბავშვო ბაღებში არსებობს საკვები პროდუქტების მომარაგების სისტემა. ამიტომ ამ მიზეზებს ვუყურებთ, როგორც ხელოვნურს.

პუბლიკა

სააგენტომ ნებართვების განსახილველად დადგენილი ყველა ვადა დაარღვია და არქეოლოგთა არაერთი ოფიციალური წერილის მიუხედავად, ნებართვის მოწმობებს არ გასცემს. არქეოლოგები ამბობენ, რომ ირღვევა მათი შრომითი უფლებები და საქმე გვაქვს დევნასთან, რომლის უკან მინისტრი წულუკიანი დგას.

პუბლიკა

ალბათ, საქართველოში არაა ადამიანი, ვისაც სოფელი ტვიშისა და აქაური ღვინოს შესახებ არ სმენია. ცაგერის მუნიციპალიტეტის ეს ულამაზესი სოფელი ჯერ კიდევ რჩება იმ გამონაკლისად, სადაც ადამიანის ხელმა ბუნებას ვერ აჯობა. ამიტომ, აქ ყურძენიც განსაკუთრებულია და ღვინოც ასეთივე გამოდის.

პუბლიკა

როცა საქართველოს პარლამენტმა, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე,  „უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, უცხოელი უფლებადამცველები უკვე საუბრობდნენ მოსალოდნელ საფრთხეებზე.