საზოგადეობა
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წელი გავიდა. საქართველოში ამ დროისთვის უკრაინიდან რუსეთის აგრესიას გამოქცეული ასობით ლტოლვილი ცხოვრობს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად უკრაინელი ლტოლვილები სამედიცინო საკითხებს ასახელებენ. სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც უნდა ზრუნავდეს ლტოლვილების ფსიქო–სოციალურ, სამედიცინო და სხვა საჭიროებებზე, ბუნდოვანია. ომის დაწყების პირველ თვეებში კერძო და სახელმწიფო ინიციატივის ფარგლებში აქ მყოფი ლტოლვილები ახერხებდნენ სამედიცინო მომსახურების უფასოდ მიღებას, ახლა კი ხელმისაწვდომი აღარაა სამედიცინო სერვისები და საჭიროების შემთხვევაში, მასში საქართველოს მოქალაქეებზე 35%-ით მეტის გადახდა უწევთ, რაც ბევრისთვის რთული გამოწვევაა.
ყველაზე დიდი გამოწვევა ბავშვების კლუბის გარეთ გაყვანაა. კლუბთან არ არის მწვანე სივრცე. პარკში ბავშვების გადასაყვანად საჭიროა ტრანსპორტი, რის თანხაც არ აქვთ. ასევე ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის აუცილებელია ბავშვების ფიზიკური აქტივობებით დატვირთვა – ცურვა, და სხვა ტიპის სპორტული წრეები – ვერც ამ წრეებზე ხერხდება ბავშვების ტარება.
ხშირად ბავშვები ფიქრობენ, რომ მულტფილმების ბოროტმოქმედების მსგავსად „ცუდი უცნობები“ საშინლად გამოიყურებიან. გარდა იმისა, რომ ასეთი მიდგომა სიმართლეს არ შეესაბამება, ბავშვებისთვის სახიფათოც კი არის. ლამაზი უცნობები შეიძლება ისევე სახიფათონი იყვნენ, როგორც არც ისე ლამაზები. როდესაც შვილებს უცხო ადამიანებზე ესაუბრებით, აუხსენით, რომ მხოლოდ თვალით ვერ შეატყობ, უცნობი კარგი ადამიანია თუ არა. ამიტომ ყველა უცნობთან ფრთხილად უნდა იყვნენ.
ფრანგი ფოტოგრაფის ნატალი ტუფენკჯიანის ობიექტივმა ცნობილი ქართველი ქალების პორტრეტები ლამის საიმიჯო ელვარებით წარმოაჩინა.
17 მაისს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, „თბილისი პრაიდმა” გამართა პანელური დისკუსია სახელწოდებით „17 მაისი: მეხსიერება და პერსპექტივები”.
მარინა ოვსიანიკოვა დააკავეს და უკვე გაასამართლეს – ჯერჯერობით, ადმინისტრაციული მუხლით. ის დამნაშავედ ცნეს „არასანქცირებული საჯარო ღონისძიების ორგანიზებაში“ და სახელმწიფოსთვის 30 ათასი რუბლის გადახდა დაევალა.
2021 წლიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით თბილისში ნამწვით გარდაცვლილი 21 ადამიანიდან 18 ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა
ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში 10-წლიან სტრატეგიაზე მუშაობის პროცესს დადებითად აფასებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და აქცენტს მომავალში სტრატეგიით დასახული მიზნების იმპლემენტაციაზე აკეთებენ.
ელენე გვიყვება სურათების გაცვლითი კომუნიკაციის სისტემაზეც (პექსი), რომლის ორი სახით გამოყენება არის შესაძლებელი, ეს არის წიგნი და აპლიკაცია. პექსი წიგნის ფორმით მოუხერხებელია სხვადასხვა სიტუაციაში გამოსაყენებლად, მარტივად ფუჭდება და მისი დამზადება საკმაოდ რთული და ძვირია. ამიტომ გადაწყვიტეს, გაეკეთებინათ სურათების გავლით კომუნიკაციის სისტემა ისეთი ფორმით, რომელიც გათვლილი იქნებოდა თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებაზე, სხვადასხვა გარემოში, კომუნიკაციის ნებისმიერი სირთულის მქონე ადამიანისთვის.
სკოლებში მოსწავლეთა კვების უზრუნველყოფა მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის ნაცნობი და გამოცდილი პრაქტიკაა, რაც ერთ-ერთ ეფექტიან გზად განიხილება ბავშვებისა და მათი ოჯახების სოციალური დაცვისთვის.
„ანიდაბანი“ ასე ჰქვია მობილურ აპლიკაციას, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ქართული ენის შესწავლაში დაეხმარება. აპლიკაციის შექმნის იდეის ავტორი გვანცა სიხარულიძეა. „ანიდაბანი“ შარშან სოციალური ინოვაციების იდეების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
კვლევის ფარგლებში შეისწავლიან, თუ რა მექანიზმებით უწყობს ხელს ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემა, გვყავდეს ისეთი ადამიანური რესურსი, რომელიც არის მაღალპროდუქტიული, მაღალკვალიფიციური და აღჭურვილია იმ ცოდნითა და უნარებით, რომელიც თანამედროვე შრომის ბაზარს სჭირდება.