საზოგადეობა

პუბლიკა

სააგენტომ ნებართვების განსახილველად დადგენილი ყველა ვადა დაარღვია და არქეოლოგთა არაერთი ოფიციალური წერილის მიუხედავად, ნებართვის მოწმობებს არ გასცემს. არქეოლოგები ამბობენ, რომ ირღვევა მათი შრომითი უფლებები და საქმე გვაქვს დევნასთან, რომლის უკან მინისტრი წულუკიანი დგას.

მანონ ბოკუჩავა

შამგონა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელია. აქ დევნილების ორ კომპაქტურ დასახლებას ვსტუმრობთ. ორი შენობიდან არცერთი არ არის საცხოვრებელი დანიშნულების. ერთი ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაა, ხოლო მეორე სოფლის ადმინისტრაციული კატეგორიის ობიექტი, რომელსაც „კანტორის“ შენობას უწოდებენ.

ქრისტინე მუჯირი

აუნაზღაურდებათ თუ არა თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ჩართულ ბავშვებს პანდემიის გამო გაცდენილი სეანსები?

სალომე გორგოძე

2021 წლიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით თბილისში ნამწვით გარდაცვლილი 21 ადამიანიდან 18 ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა

ერთ-ერთი სოციალური მუშაკი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ შეუძლებელია კვირაში 4 დღე, მათ შორის შაბათ-კვირა, 5-5-საათიან კურსს დაესწრო, იმეცადინო, გამოცდები წარმატებით ჩააბარო და თან სოციალური მუშაკის საქმე ხარისხიანად შეასრულო.

პუბლიკა

ამ პოდკასტს საშინაო და ზრუნვის შრომას ვუძღვნი. საკითხებს, რომლებიც ფემინისტურ დღის წესრიგში ერთ-ერთი ნაკლებად განხილული და წინააღმდეგობრივია. პრობლემის ზუსტი არტიკულირებაც კი დღემდე სირთულეს წარმოადგენს, რადგან ოჯახურ ყოველდღიურობაში საშინაო შრომის პროცესი და ემოციური კავშირები მათთან, ვისზეც ვზრუნავთ იმდენადაა ერთმანეთში გადაჯაჭვული და ერთმანეთით განპირობებული, რომ მათი განცალკევებით განხილვა პრობლემურია და ასეც სახელდება „საშინაო, ზრუნვის და ემოციური შრომა“.

ლიკა ზაკაშვილი

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში 10-წლიან სტრატეგიაზე მუშაობის პროცესს დადებითად აფასებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და აქცენტს მომავალში სტრატეგიით დასახული მიზნების იმპლემენტაციაზე აკეთებენ.

პუბლიკა

ვფიქრობ, სექსუალობის თეორია ფსიქოანალიზის გარეშე ძალიან მოსაწყენი იქნებოდა და იმ ჯგუფს ვეკუთვნი, რომლებიც აღიარებენ ფსიქოანალიზის ცენტრალურ მნიშვნელობას სექსუალობის საკითხებში, მაგრამ, ასევე, აცნობიერებენ, რომ ფროიდის თეორიას პრობლემა აქვს ქალის სექსუალობის საკითხის აღქმის თავისებური სტილის, ან  პირდაპირ რომ ვთქვათ, მჩაგვრელის პოზიციიდან ამ საკითხის გადმოცემის გამო.

პუბლიკა

„განათლების მინისტრმა, სულ ბოლოს, როცა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იყო, ასეთი რამ თქვა: 3-4 წელიწადში, მას შემდეგ, რაც დასრულდება სასკოლო ინფრასტრუქტურის მომზადება, სასკოლო კვებაზე ფიქრი შეიძლება დავიწყოთო. ის ფაქტი, რომ საქართველოში მოქმედი სკოლების 75%-ს არ აქვს ფუნქციური ბუფეტი, ჩვენ ვიცოდით 2 წლის წინაც. ის, რომ სკოლები მზად არ არიან საკვების ადგილზე მოსამზადებლად, ამაში ახალი არაფერია. სამინისტრო სკოლების ინფრასტრუქტურული მზადყოფნის საკითხს იმიზეზებს. არსებობს სასკოლო კვების სხვადასხვა მოდელი, მათ შორის – დამზადებული საკვების ადგილზე მიტანის. ასე ბევრ ქვეყანაში აკეთებენ. ამიტომ, იმ არგუმენტს, რომ სკოლაში საკვები აუცილებლად ადგილზე უნდა მომზადდეს და აუცილებელია ფუნქციური ბუფეტი, ვერ გავიზიარებთ ვერცერთ შემთხვევაში. თუ სკოლაში გამზადებული სადილი ყუთებით მივა, რისთვის არის საჭირო 6 წელი მიმწოდებლების მომზადება? საკვების უსაფრთხოებაზე კანონმდებლობა უკვე გვაქვს. სტანდარტები დადგენილია. ასევე, საბავშვო ბაღებში არსებობს საკვები პროდუქტების მომარაგების სისტემა. ამიტომ ამ მიზეზებს ვუყურებთ, როგორც ხელოვნურს.

პუბლიკა

ხშირად ბავშვები ფიქრობენ, რომ მულტფილმების ბოროტმოქმედების მსგავსად „ცუდი უცნობები“ საშინლად გამოიყურებიან. გარდა იმისა, რომ ასეთი მიდგომა სიმართლეს არ შეესაბამება,  ბავშვებისთვის სახიფათოც კი არის. ლამაზი უცნობები შეიძლება ისევე სახიფათონი იყვნენ, როგორც არც ისე ლამაზები. როდესაც შვილებს უცხო ადამიანებზე ესაუბრებით, აუხსენით, რომ მხოლოდ თვალით ვერ შეატყობ, უცნობი კარგი ადამიანია თუ არა. ამიტომ ყველა უცნობთან ფრთხილად უნდა იყვნენ.

პუბლიკა

ჩვენ მიერ სახლების მშენებლობა მნიშვნელოვანი რეზისტენციის აქტია ძალადობისა და ომის წინააღმდეგ. როჟავაში არსებობს ტალახის აგურითა და მიწით, ეკოლოგიური სახლების ერთობლივი მშენებლობის ტრადიცია. მოცემული მდგომარეობიდან გამომდინარე, რეგიონში ახალი საცხოვრებელი სივრცეების შექმნის სასწრაფო საჭიროებაა. ქურთი უხუცესების დახმარებით, ვცდილობთ ეს საქმიანობა განვავითაროთ.