საზოგადეობა

პუბლიკა

ყველაზე დიდი გამოწვევა ბავშვების კლუბის გარეთ გაყვანაა. კლუბთან არ არის მწვანე სივრცე. პარკში ბავშვების გადასაყვანად საჭიროა ტრანსპორტი, რის თანხაც არ აქვთ. ასევე ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის აუცილებელია ბავშვების ფიზიკური აქტივობებით დატვირთვა – ცურვა, და სხვა ტიპის სპორტული წრეები – ვერც ამ წრეებზე ხერხდება ბავშვების ტარება.

პუბლიკა

ჩვენი პოდკასტით გვინდა, მოგიყვეთ ამბავი კოვიდ-19-ის გენდერულ მხარეზე, რომელიც ადამიანთა გარკვეული ნაწილისთვის, შეიძლება, ჯერ კიდევ შეუმჩნეველია. თუმცა, მიუხედავად იმისა, ვხედავთ თუ არა მას, ის ყველგან არის: ოჯახში, სამსახურში, სამეზობლოში, სოფელში, ქალაქში, ჩვენს სოციალურ, კულტურულ, თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე დაწერილი გინების გამო მოქალაქე ზურაბ ოსიყმაშვილი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. სამართალდარღვევის ოქმი „სქროლვა-სქრინვის” სამმართველომ შეადგინა. „მითების დეტექტორს“ Tinatin Topuria-ს ექაუნთი ინდენტიფიცირებული აქვს, როგორც არაავთენტური ანგარიში, რომელიც სხვა ექაუნთების მსგავსად, სისტემატიურად ავრცელებს მოლკე ვიდეოებს, რომლებიც ფოკუსირებულია ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და დასავლური კურსის მხარდამჭერი აქტორების დისკრედიტაციაზე.

ნინო კიკვაძე

საქართველოში დიუშენის სინდრომის მქონე 100-მდე ბავშვია, მათ მშობლებს კი უკვე ორი წელია, სახელმწიფო სხვადასხვა არგუმენტით არ უკმაყოფილებს მოთხოვნას, შემოიტანოს და დააფინანსოს FDA-ის მიერ დამტკიცებული ოთხი ტიპის მედიკამენტი - ჯივინოსტატი (სავაჭრო სახელით Duvyzat); ვამოროლონი (სავაჭრო სახელით Agamree); exon-skipping თერაპიები (Exondys 51, Vyondys 53, Amondys 45) და ელევიდისი (გენური თერაპია).

პუბლიკა

ირანელი აქტივისტი ჰადი როსთამი, რომლის შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, „პუბლიკას“ უყვება, რომ საქართველო-სომხეთის საზღვარზე მოტყუებით გადაიყვანეს, რის შემდეგაც ქვეყანაში აღარ შემოუშვეს.