საზოგადეობა

პუბლიკა

ჩვენი პოდკასტით გვინდა, მოგიყვეთ ამბავი კოვიდ-19-ის გენდერულ მხარეზე, რომელიც ადამიანთა გარკვეული ნაწილისთვის, შეიძლება, ჯერ კიდევ შეუმჩნეველია. თუმცა, მიუხედავად იმისა, ვხედავთ თუ არა მას, ის ყველგან არის: ოჯახში, სამსახურში, სამეზობლოში, სოფელში, ქალაქში, ჩვენს სოციალურ, კულტურულ, თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

პუბლიკა

ჩვენ მიერ სახლების მშენებლობა მნიშვნელოვანი რეზისტენციის აქტია ძალადობისა და ომის წინააღმდეგ. როჟავაში არსებობს ტალახის აგურითა და მიწით, ეკოლოგიური სახლების ერთობლივი მშენებლობის ტრადიცია. მოცემული მდგომარეობიდან გამომდინარე, რეგიონში ახალი საცხოვრებელი სივრცეების შექმნის სასწრაფო საჭიროებაა. ქურთი უხუცესების დახმარებით, ვცდილობთ ეს საქმიანობა განვავითაროთ.

ქრისტინე მუჯირი

აუნაზღაურდებათ თუ არა თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ჩართულ ბავშვებს პანდემიის გამო გაცდენილი სეანსები?

პუბლიკა

პანდემიით გამოწვეულმა კარჩაკეტილმა ცხოვრებამ განსაკუთრებული სიმძაფრით დააყენა ოჯახური თანაცხოვრების, ოჯახის შიგნით პირადი სივრცის პოვნის, მშობლობისა და საშინაო შრომის გადანაწილების პრობლემა. „ფემინისტი დედის“ პოდკასტები „ფემინსტრიმზე“ ამ საკითხებს შეეხება.

ლიკა ზაკაშვილი

რა საკითხებია მნიშვნელოვანი, როცა ტრანსპორტის აღდგენის გეგმაზე ვსაუბრობთ  და რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებასთან ტრანსპორტში ქცევის წესებზე წინასწარი კომუნიკაცია – ამ და სხვა საკითხებზე „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარეს, ეკა ლალიაშვილს ვესაუბრეთ.

გაბრიელ ჩუბინიძე

სიღარიბე წყალტუბოს და განსაკუთრებით დევნილების მთავარი პრობლემაა. ქალაქი თითქმის დაცარიელდა ახალგაზრდობისგან, მათი დიდი ნაწილი ემიგრაციაშია. სახელმწიფოს მიერ ქალაქისთვის შეთავაზებული პოლიტიკა კი სამწუხაროდ, ემსახურება მხოლოდ კაპიტალის ინტერესებს, რომელსაც სურს დევნილების ცენტრიდან გაყვანა, გარეუბნებში, შეიძლება ითქვას „მოშორება” სანატორიუმებიდან სადღაც შორს, რათა „სიღარიბემ” არ დააფრთხოს ინვესტორი

ნუცა კობახიძე

მე და ჩემი ორი შვილი უკვე მეორე თვეა, სახლში ვართ გამოკეტილები, რადგან ჰონგ კონგში, სადაც ამჟამად ვცხოვრობთ, გაცილებით ადრე დაიწყო კორონავირუსის აფეთქება, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში.

ერთ-ერთი სოციალური მუშაკი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ შეუძლებელია კვირაში 4 დღე, მათ შორის შაბათ-კვირა, 5-5-საათიან კურსს დაესწრო, იმეცადინო, გამოცდები წარმატებით ჩააბარო და თან სოციალური მუშაკის საქმე ხარისხიანად შეასრულო.

ბასტი მგალობლიშვილი

უსახლკაროდ დარჩენამ მათი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და მათი სამომავლო გეგმები თავდაყირა დააყენა. ესაა ისტორიები ქუჩაში გათენებულ ღამეებზე, სანაგვეში ნაპოვნ საჭმელზე, სექსსამუშაოში იძულებით ჩართულ თუ მეგობრების იმედად დარჩენილ ადამიანებზე.

მანონ ბოკუჩავა

შამგონა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელია. აქ დევნილების ორ კომპაქტურ დასახლებას ვსტუმრობთ. ორი შენობიდან არცერთი არ არის საცხოვრებელი დანიშნულების. ერთი ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაა, ხოლო მეორე სოფლის ადმინისტრაციული კატეგორიის ობიექტი, რომელსაც „კანტორის“ შენობას უწოდებენ.

ქრისტინე მუჯირი

რაც უფრო ვუახლოვდებოდი სოფელს, მით უფრო ეცემა ტემპერატურა. ჯავახეთის ყვითელი და  გამხმარი ველები ნელ-ნელა თეთრი, ყინულით დაფარული ხდება. ფარავნის ტბასაც ვხედავ -  ამჯერად ის ველებში გაჭიმული უზარმაზარი ყინულის მასაა.