აშშ-ის ოთხმა კონგრესმენმა გახარიას კრიტიკული წერილი მისწერა

პუბლიკა

აშშ-ის ოთხმა კონგრესმენმა: ადამ კინზიგერმა, ჯერი კონოლიმ, მაიკლ მაკკაულმა და ელიოტ ენჯელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისწერეს წერილი, რომელშიც შეშფოთება გამოხატეს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო – ამის შესახებ ინფორმაციას თავად რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ ჯინზიგერი ავრცელებს.

„წერილში გამოთქმულია ღრმა შეშფოთება პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, რაც პრობლემებს უქმნის საქართველოს სვლას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე“, – წერს კინზიგერი

“Today, @RepKinzinger @GerryConnolly @RepEliotEngel & @RepMcCaul sent a letter to the Georgian PM with grave concerns over political targeting & a declining economic trend that spells trouble for Georgia’s path towards democratic reform & Western integration.” – @Maura_Gillespie