აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდი აღიარა

პუბლიკა

აშშ-ის სენატმა, ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, სომეხთა გენოციდი აღიარა – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

რეზოლუციის მიხედვით, 1915-23 წლებში ოსმალეთის იმპერიის (დღევანდელი თურქეთის) მიერ  1,5 მილიონი სომეხის დახოცვის გენოციდად აღიარება ამერიკის პოლიტიკური კურსის ნაწილია.

თურქეთი აღიარებს, რომ ბევრი სომეხი ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში დაიღუპა, თუმცა უარყოფს, რომ მკვლელობები სისტემური ხასიათის იყო და გამორიცხავს გენოციდს.

გენოციდი აღიარებული აქვს 20-ზე მეტ ქვეყანას, რომელთა შორის საქართველო არ არის.