აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 000-ს გადააჭარბა

პუბლიკა

worldometers-ის მონაცემებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 000-ს გადააჭარბა და ამ დროისთვის 20,580-ს მიაღწია.

ამ მონაცემით ამერიკამ უკვე გადაასწრო პანდემიის ამ დრომდე ყველაზე მძიმე ეპიცენტრს – იტალიას, სადაც მოცემულ მომენტში კორონავირუსით 19,468 ადამიანია გარდაცვლილი.

გარდაცვლილთა რაოდენობა დრამატულად მატულობს, ესპანეთში (16,606), საფრანგეთსა (13,832), და ბრიტანეთში (9,875).