აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს გადასცდა

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1 000 441-ს მიაღწია. worldometers-ის მონაცემები რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ბოლო 24 საათში 13 281 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება გარდაცვლილთა რიცხვს, დღეს გარდაიცვალა 873 ადამიანი, ხოლო სულ ამერიკის 50-ივე შტატში დაღუპულია 56 286 პირი.

აშშ-ში Covid 19-სგან 137 465 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 175 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

მსოფლიოში კორონავირუსის 3 045 822 დადასტურებული შემთხვევაა. ჯამში გარდაცვლილია 210 379 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 916 374 პირი.