ასიგნებების კომიტეტმა დაამტკიცა დოკუმენტი, რომლითაც საქართველოს დახმარების შემცირება ემუქრება

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კონგრესში საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ წარდგენილი კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტში საქართველოსთვის დაფინანსების 15%-ის გაყინვის წინაპირობებია გაწერილი.

პირობებს შორისაა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციის აღმოფხვრა, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის უფლებების დაცვა, სახელისუფლებო პროცესებზე ოლიგარქების არაფორმალური გავლენების აღკვეთა და ა.შ.

კანონპროექტის საბოლოოდ დამტკიცებისთვის ის ჯერ წარმომადგენელთა პალატის სრულმა შემადგენლობამ, შემდგომ კი სენატმა უნდა დაამტკიცოს. დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდგომ შედის.