აუცილებელია, ჩვენს პარტნიორებს, რახან მეგობრები ვართ, გულწრფელად ვუთხრათ სათქმელი - ზალკალიანი ჰარცელზე

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ჟურნალისტებმა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის მიმართ მმართველი გუნდის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებების შეფასება სთხოვეს.

„რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები არიან და ჩვენ მათთან პარტნიორული, მეგობრული, მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს გულწრფელად ვესაუბროთ იმაზე თუ როგორ ვხედავთ…რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს…ყველაფერი არის შესაბამის ფორმებში და ვფიქრობ, არ დარღვეულა რიტორიკაში ფორმა ურთიერთობის.

მე პირადად მაქვს კარლ ჰარცელთან, ნიუ იორკიდან ვადევნებდი თვალს ქვეყნის შიგნით სიტუაციას და მქონდა კომუნიკაცია ბუნებრივია, აუცილებელია, ჩვენს პარტნიორებს, რახან მეგობრები ვართ, გულწრფელად ვუთხრათ სათქმელი. როდესაც არ ეთანხმები, ესეც სათქმელია, როდესაც ეთანხმები – ესეც აღსანიშნავია და ვფიქრობ, ისინიც აუცილებლად უნდა იყვნენ ადეკვატური მოვლენების შეფასებაში. როდესაც აშკარად საუბარია იმაზე, რომ აშკარად ერთი მხარე მიდის პროვოკაციაზე, უნდა ითქვას, ყველაფერს სახელი დაერქვას“, – განაცხადა ზალკალიანმა.