Border circle

ალექს ჩიღვინაძე

ავტორი

ალექს ჩიღვინაძე

ბავშვობაში გვასწავლიდნენ, რომ ადამიანი ისე ცხოვრობს, როგორც იმსახურებს, თავისი ნიჭისა და თვისებების მიხედვით. თუ რამეს დააშავებს, ორმაგად გადაიხდის კიდეც საფასურს. მაგრამ გავიზარდეთ და ისეთ ქვეყანაში ამოვყავით თავი, სადაც ყველაფერი ამის საპირისპიროდ ხდება. შეხედეთ, ვინ არის პრემიერ-მინისტრი ან ვინ არის ეკონომიკის მინისტრი,  ჯანდაცვის მინისტრი, განათლების მინისტრი, ვინ არიან დეპუტატები, მღვდელმთავრები და ა.შ.

ალექს ჩიღვინაძე

გადავწყვიტე, რომ წინ წავიგდო საქმე და დავწერო თემა „როგორ გავატარე ზაფხული”. მართალია სკოლაში სწავლა შეიძლება არც კი დაიწყოს, მაგრამ თემის წერა ისედაც ყოველთვის მეხალისებოდა. მითუმეტეს ახლა, უკვე ისე მომენატრა სკოლა და ჩემი კლასელები, რომ ნებისმიერი დავალების შესასრულებლად მზად ვარ.

ალექს ჩიღვინაძე

და რამდენი ასეთი ქვა გვეცემა თავში ყოველდღიურად? 48. 50. 74, 60... რამდენი ქვა მოწეული რამდენ აღმართში, სინანულის ქვები, გულგრილობის, გაშვებული შესაძლებლობების, შეცდომებისა და დაგვიანების. სტატისტიკა ყოველ დილას მოდის ჩვენთან. რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ უკვე გადათვალა დახოცილები.

ალექს ჩიღვინაძე

სიის გაკეთება გადავწყვიტე, უფრო კი – მსგავსი სიების პაროდიისა, რადგან სიმართლე ითქვას, რა გვესიება. აქამდე რა იზოლაციაში არ ვიყავით? ერთმანეთისგანაც და საკუთარი თავიდანაც გათიშულები, უსაფრთხოდ, კომფორტულად, მანქანებსა და სახლებში გამოკეტილებს რა გვაკავშირებდა იმათთან, ვისაც უჭირდა და იხოცებოდა.

ალექს ჩიღვინაძე

თუ ამ ჩანაწერს კითხულობთ ე.ი. სახლში ხართ გამოკეტილი და გულდამძიმებული გასცქერით დაცარიელებულ ქალაქს.  შეიძლება სახლში დარჩენის ფუფუნება არც გაქვთ და დგახართ დახლს მიღმა, მგზავრობთ მეტროთი ან ავტობუსით და  უცნობთა სუნთქვის მცირე ცვლილებებსაც კი აყურადებთ

ალექს ჩიღვინაძე

„სერგო გოთვერანი” გახსოვთ? 2009 წლის, ირაკლი ფანიაშვილის გადაღებული ფილმია (ოპერატორი: ნათელა გრიგალაშვილი) არ მიყვარს ეს სიები (ფილმები, რომელიც უნდა ნახო, სანამ სიბერე ძუ მგელივით მოგვიხტება და ა.შ), ქულები და დატოლება, მაგრამ თუ საქმე საქმეზე მიდგა, ჩემთვის XXI საუკუნის ნომერ პირველი ქართული ფილმი - „სერგო გოთვერანია“’.

ალექს ჩიღვინაძე

ელიან, რომ თუ ოდესმე ცვრიან ბალახზე ფეხშიშველს გამოეღვიძებათ, ეცოდინებათ, რომ ფეხსაცმელი გვერდით უდევთ, რომ მათი მამული თანასწორი საზოგადოებაა, სადაც მათ არავინ ატყუებს, არ ჩაგრავს და რომ სიცოცხლე გზა, მოძრაობა და ცვლილებებია.

ალექს ჩიღვინაძე

მინდა მჯეროდეს, რომ ბევრი პოლიციელისთვისაც სტრესია დღევანდელ პოლიციაში მუშაობა, ისეთ სამსახურში მისვლა, სადაც გვერდით მაგიდაზე ზის ჯალათი, ‘მენტი’. რომელმაც წინა დღეს სულ “თესლი ბავშვი” ან რაიმე მსგავსი ეძახა დეპრესიულ ბიჭს, წყალივით მოძრავს, რომელიც ახლა საავადმყოფოს ლოგინსაა მიჯაჭვული.

ალექს ჩიღვინაძე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს კი თურმე უფრო ხშირად სცემენ.  9%-ია განსხვავება. ანუ ბავშვებს ფუნქციური სირთულეებით, კიდევ უფრო სასტიკად უსწორდებიან შინ თუ გარეთ. მათ ხომ უფრო მეტად უჭირთ ჩვენს მოლოდინზე მორგება, ისინი ხომ განსხვავდებიან, ამიტომ უფრო დიდი აგრესიის სამიზნეები ხდებიან. ან არ ვიცი, შეიძლება უფროსები ჯავრს იყრიან მათზე თავიანთი უიღბლობის, სიღარიბისა თუ გაუცხოების გამო?

ალექს ჩიღვინაძე

თემირლანის დედ-მამა მაშინაც დამალავს ცრემლებს როცა საახალწლოდ მორთავენ ქუჩებს. იტალიაში ნაყიდ, მილიონიან განათებას როცა ჩამოჰკიდებენ და ტყვიით დაწამლული, სანახევროდ მშიერი ბავშვებისთვის გაამზადებენ 25 მეტრიან ნაძვის ხეს. და დაითვლიან: 1,2,3...