Border circle

დიმიტრი ლიპარტელიანი

ავტორი

სტატია

დიმიტრი ლიპარტელიანი

კორონავირუსის ვაქცინის პირველი კლინიკური კვლევიდან 7 თვის თავზე ჩვენთვის ბევრი რამ უფრო ცხადი გახდა. ყველა იაზრებს, რომ სასწორზე პანდემიის დასრულება დევს და ახლა დაშვებული თითოეული შეცდომის ფასი კოლოსალურად დიდია. სამეცნიერო წრეები საზოგადოების ლუპის ქვეშ წარმოუდგენელი სიჩქარით ცდილობენ, მიაღწიონ შეუძლებელს - მედიცინის ისტორიაში პირველად, რეკორდულად მცირე დროში შექმნან  ვაქცინა და მასობრივი იმუნიზაციის გზით მიმდინარე პანდემიას ბოლო მოუღონ.

დიმიტრი ლიპარტელიანი

ზუსტად 9 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ჩინეთში, ქალაქ ვუხანში, უცნობი წარმომავლობის პნევმონიის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. აქედან მოყოლებული დღემდე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები პანდემიის დასამარცხებლად უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. კვლევების პარალელურად იზრდება ჩვენი, საზოგადოების განსწავლულობაც, რაც პანდემიის დასრულებასთან სულ უფრო მეტად გვაახლოებს.

„ეს დანის პირზე სიარულს ჰგავს”, - ამბობს მკვლევარი ჯონათან ჰიინი და ამგვარად ეფექტიანი ვაქცინის შექმნისთვის გაჩაღებულ სამეცნიერო რბოლას აღწერს. კანადელი მეცნიერი ერთ-ერთია იმ 124 ფარმაკოლოგიური ფირმის ათასობით მკვლევარს შორის, ვინც Covid-19-ის დასამარცხებელ ვაქცინაზე მუშაობს. ამათ შორის ყველაზე დაწინაურებული მხოლოდ 10 ლაბორატორია გახლავთ - ისინი უკვე ვაქცინის კლინიკური კვლევის ფაზაზე არიან.

„ჩვენ ყველამ, როგორც ინდივიდებმა, საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ პასუხიმგებლობა. მთავრობა ყველაფერს ვერ დაარეგულირებს და აკრძალავს. ეს საღი აზრისა და კარგი მანერების საკითხია“- ამ სიტყვებით მიმართა მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლევენმა და ქვეყანაში 50 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალა. მხოლოდ ეს 3 წინადადება აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ შვედეთში კარანტინი არ გამოცხადებულიყო.

5G ფიჭური უკაბელო ქსელის მეხუთე თაობა გახლავთ. ეს ტექნოლოგია ჩვენს მომავალს კარდინალურად შეცვლის – ინტერნეტის სისწრაფე მნიშვნელოვნად გაიზრდება და კომუნიკაცია უფრო უხარვეზო გახდება. 5G-ს დახმარებით შესაძლებელი იქნება დისტანციური ქირურგიული ოპერაციები და ავტომობილების უპილოტო მართვა.