Border circle

მებო ნუცუბიძე

ავტორი

მებო ნუცუბიძე

თუ გამითენდება ისეთი დილა, როცა ყველასათვის საყვარელი გავხდები და რომელიმე ტელეგადაცემაში მისულს, ჩემზე იტყვიან - „ყველასათვის საყვარელი მუსიკოსი, მებო ნუცუბიძე“-ო, აი მაგ დღეს დავკიდებ გიტარას და ჩემს უსაყვარელეს როიალს ლურსმნებზე

მებო ნუცუბიძე

და ახლა რომ გკითხოთ, დაასახელეთ ერთი ფასეულობა, ღირებულება, ვალდებულება, ისტორიული მოვლენა ან ნებისმიერი რამ - რაზეც ყველა ვთანხმდებით და არ ვდაობთ-მეთქი, შეძლებთ?

მებო ნუცუბიძე

ახლა ვფიქრობ, აქვე დავწერო კითხვაზე პასუხი, თვალები რომ არ გადაგიღალოთ, ბევრის წაკითხვა რომ არ მოგიწიოთ და როგორც გჩვევიათ ხოლმე, მხოლოდ სათაურითა და პირველი აბზაცით გამოგატანინოთ საკითხში ღრმად ჩახედული ადამიანის დამაჯერებელი პათოსით გაჯერებული დასკვნა თუ, ცოტათი გაგაწვალოთ და სადღაც შუაში გითხრათ ჩემი სათქმელი, ანდაც საერთოდ ბოლომდე გაგტანჯოთ და მხოლოდ დასასრულში გაგიმხილოთ, რა გვასწავლა კორონამ?

მებო ნუცუბიძე

შეიძლება იფიქროთ, რომ ასეთ კაცებს ქალები დასანახად ვერ იტანენ და იმედი აქვთ, რომ ახალი თაობა სულ სხვანაირი იქნება. რატომ უნდა უნდოდეს ქალს, რომ მისი მეუღლე, ძმა, მამა ან შვილი ფერთმოძულე ადამიანი იყოს, არა?

მებო ნუცუბიძე

საერთოდ, ძალიან ბევრი რამეა, რისი ახსნაც ძალიან გამიჭირდება, რაც, ერთი შეხედვით, პარადოქსულია, თუმცა ჩვენს ყოველდღიურ რეალობადაა ქცეული.

მებო ნუცუბიძე

უცნაურ, ოდნავ წაგრძელებული ფორმის ოთახში მეღვიძება. საწოლზე ვწევარ. წარმოდგენა არ მაქვს, სად ვარ და როგორ მოვხვდი ამ გაუგებრობაში. პირველი, რასაც ჭერზე ვხედავ, ქართლის დედის უზარმაზარი გამოსახულებაა, ცალ ხელში ხმლით, მეორეში კი - ღვინის თასით.

მებო ნუცუბიძე

განა, მთელი ცხოვრება არ გვესმის ამ სიტყვით დაწყებული და სხვადასხვა ვარიაციაში გაგრძელებული ფრაზები? - „უხერხულია, არ თქვა“; „უხერხულია, არ ქნა“; „უხერხულია, ასე ჩაცმული სად უნდა წახვიდე“; „უხერხულია, ხალხი რას იტყვის“; „უხერხულია, აქ ვერ დაგნებდები“; „უხერხულია, ბავშვებს მაგ პირით ვერ აკოცებ“; „უხერხულია, ცოლს მაგას ვერ ვაკადრებ“; „უხერხულია, მამაოსაც ხომ სჭირდება მანქანა“; „უხერხულია, ნუ განსჯი“; „უხერხულია, დამალე ეგ იარაღი“.