ავსტრალიის საინფორმაციო კომისარი Facebook-ს 311 127 მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის გაცემისთვის უჩივის

ავსტრალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომისარი Facebook-ს პერსონალური ინფორმაცია კვლევითი ორგანიზაციისთვის  გადაცემისთვის უჩივის. კომისარის მტკიცებით, Facebook-მა 300 000 ადამიანის პერსონალური ინფორმაცია “Cambridge Analytica”-ს, თანხმობის გარეშე კვლევის პროდუქტის სახით გადასცა.

ფედერალურ სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიხედვით, საინფორმაციო კომისარმა 311 127 მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის საკვლევ მასალად გადაცემის გამო, Facebook პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა.

“Facebook-ის პლატფორმა ისე არის მოწყობილი, რომ მომხმარებელს არ აქვს შესაძლებლობა გააკეთოს გონივრული არჩევანი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაიცემა მისი პერსონალური ინფორმაცია”,- განაცხადა საინფორმაციო კომისარმა, ანჯელინ ფალკმა.

სარჩელის მიხედვით თითოეულ გაცემულ პერსონალურ მონაცემზე მაქსიმუმ 1.7 მლნ ავსტალიური დოლარის ოდენობის ჯარიმა არის გათვალისწინებული. ყველა გაცემულ მონაცემზე მაქსიმალური ჯარიმის დაწესების შემთხვევაში ჯარიმის სრული რაოდენობა 529 მლნ ავსტრალიური დოლარი იქნება.

Facebook-ის წარმომადგენელს ავსტრალიაში სარჩელის შესახებ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

გასულ ივლისს, აშშ-ს ვაჭრობის ფედერალური კომისიის გადაწყვეტილებით, 2014-2015 წლებში ჩადენილი იმავე ქმედების გამო Facebook-ს 5 მლნ ავსტრალიური დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

მთლიანობაში Facebook-მა ბრიტანულ კვლევით კომპანიას, “Cambridge Analytica”-ს საკვლევად 87 მილიონი მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია გადასცა. კვლევითი კომპანიის ერთ-ერთი კლიენტი ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, დოპნალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიაც იყო.