ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო დროებით დაიკეტა

პუბლიკა

კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, ბათუმში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი დროებით, ორი დღით დაიკეტა. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა „პუბლიკას“ განუცხადა, რომ ინფიცირებულია ორი სასულიერო პირი და ერთი მედავითნე.

„ტაძარში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, შაბათს საღამოს ლოცვამდე წმინდა ნიკოლოზის ტაძარი დაკეტილი იქნება. ჩატარდება დეზინფექცია“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ტაძრის ადმინისტრაცია Facebook-ზე ავრცელებს.

ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, წმინდა ნიკოლოზის ტაძარი ამ ორი დღის განმავლობაში სადეზინფექციო სამუშაოების გამო იყო დახურული და ტაძარი ზეგ გაიღება.