„ბიბლიური თავისუფლების“ წევრებს ნათლობაში, ჯვრისწერასა და ზიარებაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ | მიტროპოლიტი

პუბლიკა

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი სინოდის სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ ტელეკომპანია „ერთსულოვნებას“ ესაუბრა. მისი თქმით, სხდომაზე პარტია „გირჩის“ ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლების“ საკითხიც განიხილეს.

„შეიქმნა ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია ქრისტიანთა გაერთიანება, „ბიბლიური თავისუფლების“ ორგანიზაცია, რომელიც თავის რიგებში აწევრიანებს განურჩევლად სქესისა ადამიანებს და მათ სასულიერო პირის ხარისხს ანიჭებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრისთვის ამაში მონაწილეობა ნიშნავს მისი მრწამსის უარყოფას. ეკლესია აფრთხილებს ყველას, ვინც ასეთ ორგანიზაციაში გაწევრდება, მას აღარ ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს ისეთ საეკლესიო მსახურებაში როგორიც არის – ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება, ზიარება და სხვა“, – აცხადებს მიტროპოლიტი დანიელი.