ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდება

პუბლიკა

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდება. ინფორმაცია „პუბლიკას“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში დაუდასტურეს. შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს. შეკითხვაზე, ვისი ინიციატივით გაიმართა შეხვედრა, პრესსამსახურში არ გვიპასუხეს.