ნიკა ნანუაშვილი

არც იმის მჯერა, რომ ეს ბლოგი რომელიმე წინაზე რაიმეთი უკეთესი გამოვა, მაგრამ უნდა ვცადო და უნდა ვცადოთ; რაღაცნაირად ამ მძიმე სტატუს-ქვოსა და პერსპექტივის ფონზეც კი ნათელი წერტილებია მოსაძებნი, ასეთი წერტილების გარშემო პოზიტიური მუხტის ჩხიკინი, იდეების ხლართვა და მერე ვინ იცის, ან ვინ დაგვიშლის...

მებო ნუცუბიძე

და ახლა რომ გკითხოთ, დაასახელეთ ერთი ფასეულობა, ღირებულება, ვალდებულება, ისტორიული მოვლენა ან ნებისმიერი რამ - რაზეც ყველა ვთანხმდებით და არ ვდაობთ-მეთქი, შეძლებთ?

გია ეძგვერაძე

ადამიანი დიდი ტკივილით, მაგრამ განახლდება - განპირობებული ცნობიერების სიმყიფეს და სტატიკას, დეანადობა ჩაანაცვლებს. ის საბოლოოდ და არაუკუქცევადად გააქარწყლებს თავის „არსებობას“ და „ყოფიერებაში“ განიწოვება.

ნენე გიორგაძე

ერთფეროვანს ნუ გავხდით მას, რაც „გვაქვს უთვალავი ფერითა”, და თუკი კატალონიელებივით  „კომპიუტერს” სხვა სიტყვით ვერ ჩავანაცვლებთ (კატალონიურად “ordinador”), რაც გვაქვს, იმას მაინც მოვუფრთხილდეთ.

ირინა კვახაძე

შევძლებთ, თუ არა ჯანდაცვის სისტემის ისე აღჭურვას, რომ „ლოქდაუნი“ აღარ გახდეს საჭირო? შევძლებთ, თუ არა, საზოგადოებასთან გამჭვირვალე კომუნიკაციას? ერთი დღით ადრე შეიტყობს ბიზნესი რადიკალური ცვლილებების შესახებ თუ ცოტაოდენი დრო მაინც მიეცემა მოსამზადებლად?

გიორგი ხასაია

ეს და სხვა ჩვენი ყოფისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის  საკითხები ლევან ზურაბაშვილის მოქმედებამ კიდევ უფრო მიაახლოვა გადაუდებლობის რეჟიმს - კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ასე დიდხანს გაგრძელება შეუძლებელია. და თუმცა  ამისთვის საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სასწორზე დადო, სასურველი ცვლილებები  მხოლოდ საერთო, კოლექტიური ძალისხმევისა და შესაფერისი სოციალური პრაქტიკის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

ზურა ვარდიაშვილი

ახლაც კი, ამ ტექსტის წერის დროს, პარალელურად ფიდს ვსქროლავ და ათეულობით მოწოდებას ვხედავ სრული ლოკდაუნის მოთხოვნით.

იაგო კაჭკაჭიშვილი

ამ დაკვეთის შესრულებას ნამდვილად სჭირდება მიხეილ სააკაშვილის ფიგურის მიმართ კონსენსუსის მიღწევა, ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა, რაც პრობლემებზე (და არა პიროვნებებზე) ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებას გულისხმობს.

ნიკა ნანუაშვილი

ნებისმიერ სფეროში, ყველაზე კეთილშობილურ მიზნებზე ორიენტირებული ყველაზე აშკარა გადაწყვეტილებები ხშირად შეცდომის ყველაზე დიდი რისკის მატარებელია, რადგან მათ ყველაზე ნაკლები მოკირკიტე და „მოკრიტიკე“ ჰყავთ.

დავით ბუხრიკიძე

ძალაუფლება იმდენად გაგიტკბა, რომ არ გესმის და ვერც ხვდები, რატომ უნდა მოშალო ბარიერი შენსა და საზოგადოებას  შორის. ვერც იმას აცნობიერებ, რომ სწორედ საზოგადოების წინაშე გაქვს ვალდებულებები და თუ ამის გაცნობიერება არ და ვერ შეგიძლია, გაითამაშე მაინც, რაღაც ზოგადი სიტყვები მოძებნე, ცოტა ითვალთმაქცე.

ზურა ვარდიაშვილი

და ჩვენ, ქვეყანას რა გვცხია ევროპის? ევროპული იყო ის რაც კალაძემ, კობიაშვილმა, კობახიძემ  იკადრეს, ევროპული იყო ამ ფონზე, აცრემლებული გულშემატკივრებზე ნადირობა და 2000 ლარით დაჯარიმება? ევროპული იყო ქართველი გულშემატკივრისთვის ასე სულში ჩაფურთხება, მათზე მაღლა დადგომა, ხამობის ასეთი გამოვლინება? ევროპული იყო საკუთარი შვილისთვის იმ პრივილეგიის მინიჭება, რაზეც ათასობით ქართველი ბავშვი ოცნებობდა და აუკრძალეს?

დავით ბუხრიკიძე

ეს ნიშნავს, რომ ყველა ისევ საკუთარი სურვილებითაა შთაგონებულიც და განწირულიც, რომ ყველა თავისთვისაა, ხოლო საარჩევნოდ, ყოველ  ოთხ წელიწადში შეწუხებული ღმერთი - ყველას წინააღმდეგ. როგორც ჰერცოგის ფილმში.