ბლოგი
როცა დავბერდები, შვილიშვილებს მოვუყვები, ჩვენმა ხელისუფლებამ როგორ მოიპარა ჩვენი ახალგაზრდობის დრო, როგორ დაახარჯვინა გოგო-ბიჭებს საუკეთესო წლები მიტინგებზე, აქციებზე, საპროტესტო შეკრებებზე იმ დროს, როდესაც პიროვნულ, სულიერ და პროფესიულ თვითგანვითარებაზე ზრუნავდნენ მათი თანატოლები ევროპაში
მერე იყო 2019 წლის 21 აპრილი, როდესაც ქისტის ბებოებმა რბოლით ჩამოავლევინეს პოლიციელებს გრძელი ალაზნის ჭალა და მთელი თბილისი და საქართველო ნერვიულობასთან ერთად სიცილს ვერ ვიკავებდით და გულიანად ვგულშემატკივრობდით ამ ჯოხმომარჯვებულ ქისტ ბებოებს.