გიორგი ლოლაშვილი

ამ კვირაში რამდენჯერმე მომიწია ბრუკლინში ერთ-ერთი ყველაზე დიდ საავადმყოფოსთან მანქანით გავლა. საავადმყოფოს გარშემო ყველგან დიდი კარვებია გაშლილი, ზუსტად ისე, როგორც საომარ ზონებში. საველე ჰოსპიტალი მოაწყვეს ცენტრალურ პარკშიც. ექიმები სატელევიზიო ინტერვიუებში ერთხმად ამბობენ - ისინი არიან ომის პირობებში.

გიორგი ხასაია

და მაშინ კაპიტალიზმი თავად გამოდის  მხეცი, რომელიც ბატონობს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე  სტიქიური, შემაშინებელი, შემზღუდავი ძალის სახით; ისეთი საზოგადოებრივი ურთიერთობების სახით, რომელიც  აფერხებს ადამიანთა სახეობის პროგრესს.

ნინო წომიკურიძე

„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით!

არჩილ მეტრეველი

ბოლო დღეებში ერთმანეთის მიყოლებით გამოქვეყნდა ორი მნიშვნელოვანი საჯარო მიმართვა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და იურისტებმა მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნით, დროებით შეზღუდოს კოლექტიური ღვთისმსახურებისა და მასში მონაწილეობის უფლება ყველა რელიგიური გაერთიანებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანის მიმართ.

ალექს ჩიღვინაძე

სიის გაკეთება გადავწყვიტე, უფრო კი – მსგავსი სიების პაროდიისა, რადგან სიმართლე ითქვას, რა გვესიება. აქამდე რა იზოლაციაში არ ვიყავით? ერთმანეთისგანაც და საკუთარი თავიდანაც გათიშულები, უსაფრთხოდ, კომფორტულად, მანქანებსა და სახლებში გამოკეტილებს რა გვაკავშირებდა იმათთან, ვისაც უჭირდა და იხოცებოდა.

გიორგი ხასაია

ერთი მხრივ, Covid-19-მა ვერ და არ უნდა ჩამოწეროს წყენა, რომელიც ბევრ ჩვენგანს კლინიკების და მათი პერსონალის მიმართ აქვს. ეს წყენა არსებობს იმიტომ, რომ მათგან უგულისყურო და უდიერ დამოკიდებულებას ვაწყდებით და ვგრძნობთ, რომ მათთვის იოლი ფულის შოვნის საშუალება ვართ.

გიორგი ხასაია

მილიონობით ადამიანი ყოველდღე ელოდება ვაქცინას, როგორც გარღვევას, რომელიც აღკვეთს სიკვდილისა და მოახლოებული ქაოსის შემზარავ თარეშს. ელოდება, როგორც შემაკავებელს, რომელიც შუაში დადგება. მაგრამ ელოდება, როგორც დანაპირების შესრულებას, რომელიც არასდროს გაცემულა.

დავით ბუხრიკიძე

კომპოზიციის ბოლომდე ქალები სკამებზე სხედან, რაც ნიშნავს, რომ მოძრაობის არეალი შეზღუდული აქვთ, ხოლო გამომსახველობითი საშუალებები – უკიდურესად შეკვეცილი.

გიორგი კეკელიძე

ყველაფერი ყირიმალა დადგა და ამ ყირამალაში, მოდი დიდი ნაწარმოების ცნობილი დასაწყისები გადმოვატრიალოთ კორონაკონტექსტით. მე ნაწილს შემოგთავაზებთ, დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ -  ცხადია, კამიუს ,,უცხოს" ან ტვენის ,,ტომ! პასუხი არ არის!" შავ იუმორად ქცევას მოვერიდე.

ია ერაძე

იქნებ, დადგა დრო, დავფიქრდეთ ჩვენი ეკონომიკისა და წარმოების განვითარებაზე? იქნებ, თავიდან გადავიაზროთ სახელმწიფოს არსი და მისი კონცეფცია თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას მოვარგოთ? იქნებ, მეტი ყურადღება მივაქციოთ ჯანდაცვის, განათლებისა და მეცნიერების განვითარებას? იქნებ, უფრო მეტი ვისაუბროთ განვითარების ალტერნატივებზე?

მაია ცირამუა

არსებობს ერთი თვალით უხილავი არსება, სახელად კორონა, რომელსაც ვერ ვხედავთ, მაგრამ ყველგან შეიძლება იყოს, არ იცი, სად გადაეყრები, ვის აზის ცხვირზე, ან ხელზე, ან იქნებ შენს ფანქარზეც კია წამოსკუპებული.

გიორგი ხასაია

უსახლკაროებისთვის უნდა გაიხსნას დაკეტილი ბინები და სახლები, ან მოეწყოს პირობები სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში მათ შესასახლებლად. კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში გაიხსნას სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებები, რომლებიც საკვებით უზრუნველყოფენ მოქალაქეებს.