მებო ნუცუბიძე

განა, მთელი ცხოვრება არ გვესმის ამ სიტყვით დაწყებული და სხვადასხვა ვარიაციაში გაგრძელებული ფრაზები? - „უხერხულია, არ თქვა“; „უხერხულია, არ ქნა“; „უხერხულია, ასე ჩაცმული სად უნდა წახვიდე“; „უხერხულია, ხალხი რას იტყვის“; „უხერხულია, აქ ვერ დაგნებდები“; „უხერხულია, ბავშვებს მაგ პირით ვერ აკოცებ“; „უხერხულია, ცოლს მაგას ვერ ვაკადრებ“; „უხერხულია, მამაოსაც ხომ სჭირდება მანქანა“; „უხერხულია, ნუ განსჯი“; „უხერხულია, დამალე ეგ იარაღი“.

გელა კვაშილავა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგზაო უსაფრთხოების უკანასკნელი ანგარიშის თანახმად, საგზაო შემთხვევების შედეგად დღეში საშუალოდ 300-ზე მეტი ადამიანი იღუპება, ხოლო წელიწადში – 1.35 მილიონზე მეტი. ამ მაჩვენებლის ნახევარზე მეტს ქვეითები, ველოსიპედისტები და მოტოციკლეტისტები წარმოადგენენ.

ზაზა კოშკაძე

მოდი, ასე დავიწყებ - არსებობს პრინციპული განსხვავება ფობიასა და შიშს შორის. შიში არის მოსალოდნელი საფრთხით გამოწვეული უარყოფითი ემოცია. ეს ემოცია სრულიად ჯანსაღია და ადამიანისთვის დიდი სარგებელი მოაქვს - მას შეუძლია აგვარიდოს ხიფათს. ამ ემოციამ დიდი როლი ითამაშა ბიოლოგიური ორგანიზმების, როგორც სახეობების გადარჩენაში, რადგან შიშს განიცდის ნებისმიერი ცოცხალი არსება.

გაუნათლებელი ადამიანის ასეთი ბნელი დამოკიდებულება, შეიძლება ვთქვათ, ნორმალურია, მაგრამ უნივერსიტეტის ლექტორის მსგავსი დამოკიდებულება თავისი აზერბაიჯანელი სტუდენტების მიმართ - მიუღებელი. ნუთუ განათლების სამინისტროში არ არსებობს შესაბამისი კონტროლის მექანიზმი? და თუ არსებობს როგორ მუშაობს ის?

არჩილ მეტრეველი

საქართველოში მონღოლთა ბატონობის დროს ორი პარალელური სოციალური რეალობა იყო. ერთ რეალობაში მოსახლეობა ორმაგ გადასახადებს იხდიდა, ცალკე საკუთარი სახელმწიფოს და ცალკე დამპყრობელი იმპერიის სასარგებლოდ, მეორე რეალობაში კი ეკლესია ორმაგი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობდა, როგორც მეფისგან, ასევე, ყაენისგან.

მოსახლეობა, (1) რომელსაც სახელწიფომ ვერ მიაწოდა სწორი ინფორმაცია ვირუსის არსებობის შესახებ და ვერ დააჯერა, რომ ეს საფრთხე კოლექტიური და ამავე დროს უნივერსალურია, (2) რომელიც სახელწმიფომ საკუთარი ბედის ანაბარად დატოვა, (3) რომლის ტრადიციებსაც არ იცნობს სახელმწიფო, და (4) რომელსაც კარგად ახსოვდა მათი გარიყვის და ქვეყნიდან დევნის ისტორია, აღმოჩნდა სოფელ დელლერის ამბებში დამნაშავე.

გიორგი ხასაია

პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით შესამჩნევია არა მხოლოდ ის, რაც წარსულის შრომას გვახსენებს. არამედ მიმდინარე შრომა, რომელზეც ახლა ჩვენ ვდგავართ, რომელიც ახლა, ამ წუთას სრულდება და რომლის გარეშეც ცხოვრება უფრო გაუვალი გახდებოდა:

გელა კვაშილავა

ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი დღეიდან, 27 აპრილიდან დაიწყება და სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე სრულად დაიშვება ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

ზაზა კოშკაძე

ჩვენ ბევრი გვსმენია იმაზე, თუ როგორ იდევნებოდნენ ქრისტიანები. კი, რა თქმა უნდა, იდევნებოდნენ, მაგრამ ქრისტიანებს ერთმანეთზე დიდი მტერი არ ჰყოლიათ, არასდროს. ამაში დასარწმუნებლად მარტო ბართლომეს ღამეს გახსენებაც კი საკმარისია.

ზურა ვარდიაშვილი

და ბატონებო და ქალბატონებო, ლაზიერი - ძლევამოსილი, ათ პაიკად შეფასებული (ერთ მოჭადრაკეს სულ 8 პაიკი ჰყავს). შორსმსროლელიც და მძიმედ შეჯავშნილიც, ეტლის და კუს მრისხანე  ჰიბრიდი, საჭიროების ან, უბრალოდ სურვილის შემთხვევაში პაიკების თუ სხვა ფიგურების უყოყმანოდ გამწირავი.

ჯანა ჯავახიშვილი

შექმნილმა ვითარებამ ლაკმუსივით გამოავლინა საბჭოთა დროიდან გამოყოლილი პრობლემები. მაგალითად, გამოვლინდა, რომ ეკლესია კანონგარეშეა. საბჭოთა დროს კანონიერი ქურდების ინსტიტუტი იყო კანონგარეშე და ვიცით, რაც არის ეს - სახელმწიფოში კანონგარეშე ინსტიტუტის მოქმედება. ავთვისებიანი პროცესია.

სამირა ბაირამოვა

სამართლიანობა და თანასწორობა არის ადამიანის მორალური მოთხოვნილება, რის დაკმაყოფილებასაც იგი სხვადახვა გზებით ცდილობს. დემოკრატიულ ქვეყნებში ყველა მოქალაქის თანასწორობა სამართლებრივი ნორმა და კანონია.