ბლოგი
შევძლებთ, თუ არა ჯანდაცვის სისტემის ისე აღჭურვას, რომ „ლოქდაუნი“ აღარ გახდეს საჭირო? შევძლებთ, თუ არა, საზოგადოებასთან გამჭვირვალე კომუნიკაციას? ერთი დღით ადრე შეიტყობს ბიზნესი რადიკალური ცვლილებების შესახებ თუ ცოტაოდენი დრო მაინც მიეცემა მოსამზადებლად?
ეს და სხვა ჩვენი ყოფისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხები ლევან ზურაბაშვილის მოქმედებამ კიდევ უფრო მიაახლოვა გადაუდებლობის რეჟიმს - კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ასე დიდხანს გაგრძელება შეუძლებელია. და თუმცა ამისთვის საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სასწორზე დადო, სასურველი ცვლილებები მხოლოდ საერთო, კოლექტიური ძალისხმევისა და შესაფერისი სოციალური პრაქტიკის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
ახლაც კი, ამ ტექსტის წერის დროს, პარალელურად ფიდს ვსქროლავ და ათეულობით მოწოდებას ვხედავ სრული ლოკდაუნის მოთხოვნით.
ამ დაკვეთის შესრულებას ნამდვილად სჭირდება მიხეილ სააკაშვილის ფიგურის მიმართ კონსენსუსის მიღწევა, ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა, რაც პრობლემებზე (და არა პიროვნებებზე) ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებას გულისხმობს.
ნებისმიერ სფეროში, ყველაზე კეთილშობილურ მიზნებზე ორიენტირებული ყველაზე აშკარა გადაწყვეტილებები ხშირად შეცდომის ყველაზე დიდი რისკის მატარებელია, რადგან მათ ყველაზე ნაკლები მოკირკიტე და „მოკრიტიკე“ ჰყავთ.
ძალაუფლება იმდენად გაგიტკბა, რომ არ გესმის და ვერც ხვდები, რატომ უნდა მოშალო ბარიერი შენსა და საზოგადოებას შორის. ვერც იმას აცნობიერებ, რომ სწორედ საზოგადოების წინაშე გაქვს ვალდებულებები და თუ ამის გაცნობიერება არ და ვერ შეგიძლია, გაითამაშე მაინც, რაღაც ზოგადი სიტყვები მოძებნე, ცოტა ითვალთმაქცე.
და ჩვენ, ქვეყანას რა გვცხია ევროპის? ევროპული იყო ის რაც კალაძემ, კობიაშვილმა, კობახიძემ იკადრეს, ევროპული იყო ამ ფონზე, აცრემლებული გულშემატკივრებზე ნადირობა და 2000 ლარით დაჯარიმება? ევროპული იყო ქართველი გულშემატკივრისთვის ასე სულში ჩაფურთხება, მათზე მაღლა დადგომა, ხამობის ასეთი გამოვლინება? ევროპული იყო საკუთარი შვილისთვის იმ პრივილეგიის მინიჭება, რაზეც ათასობით ქართველი ბავშვი ოცნებობდა და აუკრძალეს?
ეს ნიშნავს, რომ ყველა ისევ საკუთარი სურვილებითაა შთაგონებულიც და განწირულიც, რომ ყველა თავისთვისაა, ხოლო საარჩევნოდ, ყოველ ოთხ წელიწადში შეწუხებული ღმერთი - ყველას წინააღმდეგ. როგორც ჰერცოგის ფილმში.
მომხმარებელი უკვე შეიცვალა, სხვადასხვა სტარტაპ პროგრამის გამარჯვებულებს შორისაც სულ უფრო მეტნი არიან ისეთები, ვისაც კარგად ესმის ტექნოლოგიები, ვისთვისაც ციფრული სამყარო ბუნებრივი გარემოა. მე დავფიქრდებოდი.
ერთი ნახატის ცამეტი მსხვერპლი... მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ მუჰამედის უწყინარი შარჟი, რომელიც მხოლოდ ადამიანთა გასაღიმებლად იყო დახატული და რომლის გამოქვეყნების გამო 2015 წლის 7 იანვარს, პარიზში, შეიარაღებულმა პირებმა ,,შარლი ებდოს’’ 12 თანამშრომელი იმსხვერპლეს, თითქმის ექვსი წლის შემდეგ კიდევ ერთ ადამიანს შეიწირავდა. მაგრამ სწორედ ასე მოხდა.
ახლა ვფიქრობ, აქვე დავწერო კითხვაზე პასუხი, თვალები რომ არ გადაგიღალოთ, ბევრის წაკითხვა რომ არ მოგიწიოთ და როგორც გჩვევიათ ხოლმე, მხოლოდ სათაურითა და პირველი აბზაცით გამოგატანინოთ საკითხში ღრმად ჩახედული ადამიანის დამაჯერებელი პათოსით გაჯერებული დასკვნა თუ, ცოტათი გაგაწვალოთ და სადღაც შუაში გითხრათ ჩემი სათქმელი, ანდაც საერთოდ ბოლომდე გაგტანჯოთ და მხოლოდ დასასრულში გაგიმხილოთ, რა გვასწავლა კორონამ?
წითელი ინტელიგენცია, საპატრიარქოს დიდი ნაწილი და თითქმის ყველა ორგანიზებული ინტერეს-ჯგუფი (ფეხბურთელები, მოჭიდავეები, ) ოცნების სატელიტი პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც ოპოზიციის სახელითა და კვოტით ასპარეზობენ