ბლოგი
და რამდენი ასეთი ქვა გვეცემა თავში ყოველდღიურად? 48. 50. 74, 60... რამდენი ქვა მოწეული რამდენ აღმართში, სინანულის ქვები, გულგრილობის, გაშვებული შესაძლებლობების, შეცდომებისა და დაგვიანების. სტატისტიკა ყოველ დილას მოდის ჩვენთან. რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ უკვე გადათვალა დახოცილები.
მასობრივმა წყალდიდობებმა ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა გერმანიასა და დასავლეთ ევროპაში, ხოლო ჩინეთსა და ინდოეთში მთელი სოფლები წალეკა ძლიერმა წვიმებმა. უზარმაზარი ზომის სეტყვა დაატყდა თავს იტალიას ზაფხულის შუა პერიოდში; ბრიტანეთისა და შვეიცარიის მოსახლეობა გაოცებით ადევნებს თვალს მოულოდნელ და უკონტროლო, წვიმიან ამინდს.
„ერთმორწმუნე“ რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ბომბავს და ხოცავს უკრაინისა და საქართველოს მართლმადიდებელ მოსახლეობას, იტაცებს და აწამებს ქართველ და უკრაინელ მართლმადიდებლებს. ამიტომ, თამამად უნდა ითქვას, რომ რუსული ავტორიტარიზმი და მასთან მთლიანად შეზრდილი მოსკოვის საპატრიარქო „ერთმორწმუნე“ მკვლელი და ოკუპანტია,
ვსაუბრობთ მე-20 საუკუნის საკულტო ალბომებზე, სხვადასხვა პერიოდიდან და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრიდან, ალბომებზე, რომელთაც არ აქვთ რაიმე საერთო, გარდა მათი საკულტო სტატუსისა
„ბოდი შოფის“ სულელურ მარკეტინგულ წიაღსვლაზე იმდენი მოვისმინეთ და წავიკითხეთ, მასზე ბევრი ლაპარაკი ნამდვილად აღარ ღირს, ყველაფერი გასაგებია და ჩემი პოზიციაც მისდამი, კაცმა (თუ ქალმა) რომ თქვას, ამ სიტყვით - „სულელური“ - გამოვხატე.
საქართველოს სახელმწიფოებრივ-ინსტიტუციონალური გამართულობა, კანონის უზენაესობის იდეალი და სამოქალაქო საზოგადოების მორალური სიმწიფე არსებითი გამოწვევის წინაშე დადგა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე.
ჩვენ, ვისაც გვძულს ყალბი პათეტიკურობა და ამის ნიაღვრის ატანა გვიწევს ყოველდღიურად; ჩვენ დავიღალეთ.
ლექსო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. 4 ტელევიზიის გაერთიანებულ ეთერში ათობით ჟურნალისტმა მოვიყარეთ თავი. მათი უმრავლესობა ნაცემი, დაკბენილი, ხელმოტეხილი, თავგატეხილი, ნაფურთხები და ნაგინები იყო. იმ დღის შოკი ჯერ არ განელებულიყო, ბოლომდე არც გვქონდა გაანალიზებული, რა მოხდა, რა რეალობაში შევაბიჯეთ ივლისის იმ დღეს.
ჟურნალისტისთვის ბრაზი ცუდი მოკავშირეა. პროფესიული სტანდარტი საომარი მოქმედებებიდანაც კი ამბის მოყოლას გვავალდებულებს. გაბრაზებული, მით უფრო, განრისხებული ჟურნალისტის მიერ მოყოლილი ამბავი აუდიტორიისთვის ხშირად ნაკლებად სანდოა, ვიდრე მშვიდი თხრობა.
საქართველოში მხოლოდ ფულიან კაცს შეუძლია, ბაზარში ნაყიდი ხორცით ძაღლები გამოკვებოს. ის არ ცნობს ძაღლებისთვის სპეციალურად დამზადებულ საკვებს და მიიჩნევს, რომ ბუნებრივი მასალა ხელოვნურზე უკეთესია.
არავინ მიხსენოთ აქ ეს ყბადაღებული სიტყვა "განათლება" - განათლება ამ პრობლემა/ფენომენთან არაფერ შუაშია! განათლებიდან რას ამოკრეფ იმაზეა განათლება - აი ამოკრეფის მექანიზმი კი მოარლზე დგას - დელიკატური ღრმა მორალი ითვისებს განათლებიდან საჭიროს, პროგრესულს და სამომავლოს (ასეთი რამეების გამგები საქართველოში სავალალოდ ცოტაა!).