ბლოგი
პირდაპირ მეოცე საუკუნის ოპერის ლაბირინთში გეპატიჟებით, რომელიც უფრო გონებრივ და ინტელექტუალურ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე მსოლოდ სიამოვნების მიღება და მუსიკალური რელაქსაციაა.
ერთი მხრივ, Covid-19-მა ვერ და არ უნდა ჩამოწეროს წყენა, რომელიც ბევრ ჩვენგანს კლინიკების და მათი პერსონალის მიმართ აქვს. ეს წყენა არსებობს იმიტომ, რომ მათგან უგულისყურო და უდიერ დამოკიდებულებას ვაწყდებით და ვგრძნობთ, რომ მათთვის იოლი ფულის შოვნის საშუალება ვართ.
ვეღარ გავუძელი, მობილური გამოვრთე და ისე გამოვბრუნდი, არავისთვის აღარაფერი მითქვამს. ხო ამეებში გავიზარდე და დავბერდი, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ვერასოდეს ვერ გავუძლებ, ვერ ავიტან და ვერ შევეგუები... არ გამოვა ჩემგან პროფესიონალი, არაფერში არ გამოვა და ძალიანაც კარგი... არ შემიძლია და არც მინდა, მაგის დედაც ვატირე, რა უნდა გადავიღო და რა უნდა დავწერო... და თქვენის ნებართვით, ვიდეოკამერის გამორთვისა არ იყოს, დღევანდელ დღეზე წერასაც აქ შევწყვეტ...
პირადი რელიგიური მრწამსის ან შეხედულების გამოხატვა, თავისთავად გულისხმობს გამოხატვის სივრცეს და ობიექტს... რელიგიისა და რწმენის თავისუფლების გარეგანი ასპექტი მოიცავს ყველაფერს, რაც პირის ან ჯგუფის რელიგიურ პრაქტიკას უკავშირდება, მათ შორის: ღვთისმსახურების უფლებას (ამ მიზნით შეკრების, შესაბამისი შენობებისა თუ ადგილების მოწყობისა და მათი სარგებლობის უფლების ჩათვლით).
მედიაში არაერთხელ გაშუქდა გლდანის დიდი ტბის (იმავე „თეთრი ტბის“) გადასარჩენად მიმართული ბრძოლის პერიპეტიები. აღნიშნული ბუნებრივი წყალსატევი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა - შრობა-დაჭაობება, წყლის ფაუნის დაღუპვა, კოღოების სიმრავლე და გაუსაძლისი სიმყრალე. ტბაზე განვითარებულმა ეკოკატასტროფამ გაუსაძლისი პირობები შექმნა. ტბის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები ზაფხულობით ფანჯრებს ვერ აღებენ.
თავიდანვე განვმარტავ, რომ ნინო ხარატიშვილის ახალმა პიესამ – „მსახურთა შემოდგომა“ – რომლის პრემიერა სამეფო უბნის თეატრში ივნისის ბოლოს გაიმართა, პირდაპირ მიკარნახა ბლოგის სათაურიც. სპექტაკლში ბატონებისგან მიტოვებულ, უზარმაზარ და დაცარიელებულ სასახლეში (მისი პატრონი და მობინადრეები სამოქალაქო ომსა თუ დაპირისპირებას განერიდნენ) მხოლოდ სამი მსახური ქალი რჩება
გოლები, საგოლე გადაცემა, მარგი ქმედების კოეფიციენტი – ყველაფერი ცალ-ცალკე და ერთად მნიშვნელოვანია, თუმცა ყველაფერი ცალ-ცალკე და ერთად კარგავს აზრს, თუ არ გამონახავ საკუთარ თავში ძალას, რომელიც არ გაგაჩერებს.
ძალაუფლება იმდენად გაგიტკბა, რომ არ გესმის და ვერც ხვდები, რატომ უნდა მოშალო ბარიერი შენსა და საზოგადოებას შორის. ვერც იმას აცნობიერებ, რომ სწორედ საზოგადოების წინაშე გაქვს ვალდებულებები და თუ ამის გაცნობიერება არ და ვერ შეგიძლია, გაითამაშე მაინც, რაღაც ზოგადი სიტყვები მოძებნე, ცოტა ითვალთმაქცე.