თბილისის ილუსტრაციის ფესტივალი - საჩუქარი გამომცემლების, ილუსტრატორებისა და წიგნის მოყვარულთათვის

რეკლამა

თბილისის ილუსტრაციის ფესტივალში მონაწილეობისათვის განცხადებების მიღება ორი კვირის წინ დაიწყო.

ფესტივალი წიგნების მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში ტარდება, რომლის მხარდამჭერიც საქართველოს ბანკია.

ილუსტრაციების ფესტივალი  გამომცემლებს, ილუსტრატორებს, წიგნისა და კითხვის მოყვარულებს  აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ თანამედროვე ილუსტრატორების ახალ ნამუშევრებს. ამავე დროს, შეიძინონ ლიმიტირებული თუ ხელმოწერილი გამოცემები, პრინტები, ორიგინალები და ილუსტრირებული სუვენირები.

ღონისძიების ფარგლებში ქართველი და უცხოელი არტისტების მონაწილეობით  საგანმანათლებლო ლექციები ჩატარდება.

ფესტივალში მონაწილეობას ილუსტრატორი ხატია ჩიტორელიძეც გეგმავს. მისი ნამუშევრები Bologna Children’s Book Fair 2021-ზე, ფინალისტთა შორის მოხვდა. გამარჯვებულებს ივნისში დაასახელებენ, თუმცა ხატიას  პირველი სერიოზული წარმატება არ ყოფილა. იგი 2016 წელს იგი გამოფენის შორთ ლისტში პირველად 2016 წელს დასახელდა.

ხატიამ სამხატვრო აკადემია დაამთავრა და შემდეგ „წიგნის ხელოვნების ცენტრს“ შეუერთდა. ჩვენთან საუბარში იგი სიამოვნებით იხსენებს, თუ როგორ მუშაობდა „თბილისის წიგნის დღეებზე“. „ბევრი უცხოელი ილუსტრატორი ჩამოვიდა, რომლებიც ვორქშოპებს ატარებდნენ. მაშინ გავიაზრე, რომ სინამდვილეში აკადემიაში ძალიან მცირე ნაწილი მისწავლია იმისა, თუ რა ხდებოდა საერთაშორისო ბაზარზე“. – ამბობს ის.

ხატის ფიქრობს, რომ ილუსტრაციების ფესტივალი ხელს შეუწყობს სფეროს პოპულარიზაციას. ილუსტრატორებისთვისა და გამომცემლობებისთვის იქნება კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ  კოლაბორაცია, თანამშრომლობა შედგეს. „გამომცემელმა ნახოს, დაათვალიეროს, და აარჩიოს მისთვის ოპტიმალური ილუსტრატორი”- ამბობს ის.

მისი თქმით, ილუსტრატორისთვის საკუთარი პროფესიით მუშაობა ფუფუნებაა.  „მაგალითად, მეც ილუსტრატორი ვარ, თუმცა ძირითადად დიზაინზე ვმუშაობ. რადგან სამწუხაროდ,  მოთხოვნა დიდი არ არის, მარკეტი ჩვენს ქვეყანაში ძალიან პატარაა. მშობლები უფრო ყიდულობენ წიგნებს  ბავშვური ნახატით,  როგორზეც თვალი აქვთ მიჩვეული. საავტორო წიგნების ყიდვას კი, როდესაც ილუსტრატორია თავად ავტორი, (ილუსტრაციებისაც და ტექსტისაც), ერიდებიან ხოლმე, როგორც წესი. თუმცა, ყიდულობენ  უკვე  ნაცნობ ზღაპრებს ნაცნობი ფოტოებით.

ხატია ამბობს, რომ საქართველოში არიან ილუსტრატორები, რომლებიც არ არიან ფართო მასებისთვის ცნობილნი, თუმცა ისინი  საერთაშორისო დონის პროდუქტს ქმნიან. ასეთი ფესტივალი კი  მათთვისაც ერთგვარი პლატფორმაა.

ფესტივალის შესახებ:

ილუსტრაციების ფესტივალზე მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა მედიაში მომუშავე ადგილობრივ ილუსტრატორებს, რომლებსაც სურთ გამოფინონ ან  გაყიდონ საკუთარი ნამუშევრები;

ფესტივალში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია;

ილუსტრაციებს შეარჩევს სპეციალური კომისია;

შერჩეული ილუსტრაციები გამოიფინება 11-12 სექტემბერს, თანამედროვე ხელოვნების მულტიფუნქციურ სივრცეში „მაუდი“ (თბილისი) და ასევე, დაიბეჭდება ბაზრობა-ფესტივალისთვის მომზადებულ ილუსტრაციების კრებულში.

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 4 ივნისი.

უფრო მეტი ინფორმაცია,  თუ როგორ მიიღოთ მონაწილეობა, ხელმისაწვდომია: