მალხაზ სონღულაშვილი

ვინ მოსთვლის უკვე მერამდენედ ჩვენ მოწმენი ვხდებით სისტემური დანაშაულისა, როცა მსხვერპლი ახალგაზრდა ბავშვია. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, მსგავსი აღარ უნდა განმეორდესო, გულის სიღრმეში ვიცით, რომ მაინც განმეორდება. მაინც მოუკლავენ მშობლებს შვილებს და მაინც მოგვიკლავენ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს.

ზურა ვარდიაშვილი

ფაქტია, თურქ-სელჩუკთა სახელმწიფო თავისით იშლებოდა. ახალგაზრდა მეფე სრულიად უაზროდ დაუპირისპირდა მათ, როდესაც 1099 წელს ხარკის გადახდა შეუწყვიტა, რაც იყო სრული სისულელე და სიბრიყვე.

ალექს ჩიღვინაძე

მინდა მჯეროდეს, რომ ბევრი პოლიციელისთვისაც სტრესია დღევანდელ პოლიციაში მუშაობა, ისეთ სამსახურში მისვლა, სადაც გვერდით მაგიდაზე ზის ჯალათი, ‘მენტი’. რომელმაც წინა დღეს სულ “თესლი ბავშვი” ან რაიმე მსგავსი ეძახა დეპრესიულ ბიჭს, წყალივით მოძრავს, რომელიც ახლა საავადმყოფოს ლოგინსაა მიჯაჭვული.

გიორგი კეკელიძე

იცოდნენ, იცოდნენ და რომ იცოდნენ, იმიტომ ზიხართ ახლა თქვენ დამოუკიდებელი საქართველოს რომელიღაც ქალაქში, თბილ ოთახში და დიდი წვალებით, მაგრამ მაინც რუსული შრიფტით აცოდვილებთ ბრძნულ შეკითხვას: ხომ იცოდა?

გიორგი კეკელიძე

ის ნიშნავს გადმოწეულ საზღვრებს. ამ საზღვრების შეხსენებას. და პირველ რიგში საკუთარ თავში გადმოწეული საზღვრების შეხსენებას ნიშნავს – თავისუფლების საზარალოდ.

გიორგი ჭაუჭიძე

გამოძიებაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით იკვეთება, რომ  ყოფილი მინისტრი ბათიაშვილი არ იყო ჩარეული ამ ქმედებებში და მისი სახელით მოქმედებდა სამინისტროს აპარატი, რომელსაც, სავარაუდოდ, გარედან ჰქონდა დავალება მიღებული.

ნათია კაპანაძე

თუ მომხდარ მოვლენებს ქრონოლოგიურად გადავხედავთ, გაგვიკვირდება კიდეც, როგორ ახერხებენ პოლიტიკოსები ბრაზის დაგროვებას -  მთავრობების იდენტური შეცდომების გამო. მედიის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში  საქართველოს მაჩვენებელი საუკეთესო არასოდეს  ყოფილა.

ალექს ჩიღვინაძე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს კი თურმე უფრო ხშირად სცემენ.  9%-ია განსხვავება. ანუ ბავშვებს ფუნქციური სირთულეებით, კიდევ უფრო სასტიკად უსწორდებიან შინ თუ გარეთ. მათ ხომ უფრო მეტად უჭირთ ჩვენს მოლოდინზე მორგება, ისინი ხომ განსხვავდებიან, ამიტომ უფრო დიდი აგრესიის სამიზნეები ხდებიან. ან არ ვიცი, შეიძლება უფროსები ჯავრს იყრიან მათზე თავიანთი უიღბლობის, სიღარიბისა თუ გაუცხოების გამო?

დავით ბუხრიკიძე

თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალი ქართული და ბრიტანული ფილმების სიმრავლით გამოირჩევა.

ნათია კაპანაძე

ამ მოვლენების ფონზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში სისტემური რყევებია, ძველი და ახალი სამეურვეო საბჭოს პოლიტიკა, მენეჯმენტის მოშლის მცდელობა, ჟურნალისტების განცხადება სარედაქციო დამოუკიდებლობის შესაძლო დაკარგვის თაობაზე - მცირე ჩამონათვალია მედიაზე მიტანილი იერიშის სიიდან.

ალექს ჩიღვინაძე

თემირლანის დედ-მამა მაშინაც დამალავს ცრემლებს როცა საახალწლოდ მორთავენ ქუჩებს. იტალიაში ნაყიდ, მილიონიან განათებას როცა ჩამოჰკიდებენ და ტყვიით დაწამლული, სანახევროდ მშიერი ბავშვებისთვის გაამზადებენ 25 მეტრიან ნაძვის ხეს. და დაითვლიან: 1,2,3...

ნათია ფანჯიკიძე

ხუმრობით, წარმოვიდგენ ხოლმე, ერთ დღეს როგორ სკდება დედამიწა სიცილით და იფანტება გალაქტიკაში ერთ დიდ კოსმიურ გადახარხარებად.