ნათია ფანჯიკიძე

ხუმრობით, წარმოვიდგენ ხოლმე, ერთ დღეს როგორ სკდება დედამიწა სიცილით და იფანტება გალაქტიკაში ერთ დიდ კოსმიურ გადახარხარებად.

ზურა ვარდიაშვილი

შეეძლო ეთქვა, რომ დედაქალაქის მერს კახა კალაძეს გაჰყვა საახალწლო განათებების მზადების პროცესის დასათვალიერებლად. ან – ქართული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იტალიური კურორტის სერვისებს ეცნობოდა, რომ მერე ჩვენი ბიზნესისთვის გამოცდილება გაეზიარებინა.

კატო ჯავახიშვილი

ისევ იქ ხარ: თმაგაბურძგნული, ჩასისხლიანებული თვალებით, გაღიზიანებული. თამაშობ, უკვე არა მოგებისთვის, არამედ წაგებულის ამოღებისთვის. სესხულობ. იტყუები. იპარავ. შეხედე შენს თავს. ირგვლივ როგორ უცხოვდებიან ადამიანები, როგორ დაიღალნენ.  ეს გულგრილობის სამეფოა, რომელიც მათ უმოქმედობისკენ, შენ კი გაბოროტებისკენ გიბიძგებს.

გიორგი თაბაგარი

მიხარია, რომ ჯერჯერობით ჩემი მოლოდინი მხოლოდ მართლდება, შეიძლება ითქვას, გადაჭარბებითაც კი. ხშირად ვიხსენებ ხოლმე ჩემი კუბელი მეგობრის ისტორიას, რომლის ოჯახსაც 80-იანი წლების ბოლოს სკოლასა და სოციუმში გაუსაძლისი ჰომოფობიური ბულინგის გამო იძულებითი ემიგრაცია მოუწია გერმანიაში.

ჯანა ჯავახიშვილი

მართალია, აზარტული თამაშები ზრდის სუიციდის რისკს, მაგრამ სუიციდი რთული, კომპლექსური პრობლემაა, მას არა აქვს ერთი ცალკე აღებული მიზეზი. ასე გასადავებულად მისი გაშუქება, ჟურნალისტთა ქარტიის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ფარულ მესიჯს ატარებს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის გამოსავალი სუიციდია“.

ლევან ბერძენიშვილი

P.S. შეიძლება ვინმემ გაიკვირვოს, რომ ტოპ ხუთეულში ვერ მოხვდა გენიალური ბავშვი – პატარა პრინცი, მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ სენტ-ეგზიუპერისეული ეს გასაოცარი და ტრაგიკული პერსონაჟი, მე, უბრალოდ, ბავშვად არ მიმაჩნია.

გიორგი ლობჟანიძე

„წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ნამდვილად ყველას „ენატრებოდა“ საქართველო და ჩვენს მწერლებთან აქტიური თანამშრომლობა...

სოფო ფირანიშვილი

ავადმყოფობას უკვალოდ არ ჩაუვლია. დეპრესია და რეციდივის შიში, გრძელი სიის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტებია, თუმცა მე უკვე ყველაფრისთვის მზად ვარ. ვიცი, რომ აღარაფერი მოხდება, თუმცა რომც მოხდეს, მე უკვე იმუნიტეტი მაქვს. საკუთარი თავისა და ტკივილის მართვაც დიდი ხანია, ვისწავლე.

გიორგი კეკელიძე

ხან ვმარცხდები, ხან ვიმარჯვებ, მაგრამ ერთს არასდროს ვაკეთებ, სხვას არ ვეკითხები ნიშნისმოგებით და წამღერებით – „რას შვებოდი, რატომ, რისთვის, სად იყავი მაშინ?“ რადგან, თუ ცუდ მხარეს ვიყავი, ვცდილობ, ახლა აღარ ვიყო. სანამ ცოცხალი ვარ, ამის შესაძლებლობა მაქვს და გაქვს. ხოლო მკვდრებზე, მკვდრებმა ილაპარაკონ.