ბლოგი
ბავშვობიდან ჩემს მამოძრავებელ ძალას კომუნიკაცია და ადამიანებთან ურთიერთობა წარმოადგენდა. ახლაც სწორედ ეს ყველაფერი მეხმარება ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
ვფიქრობ, საკითხი უნდა შევატრიალოთ და საკმარისზე მეტჯერ დავსვათ კითხვა: რა იქნებოდა ქართული კინო საბჭოთა კავშირის ცენზურის გარეშე? იქნებ უკეთესი ყოფილიყო? ნუთუ არ გიფიქრიათ ამაზე? თუ თქვენ იმ ადამიანებს მიეკუთვნებით, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ წნეხის შედეგად აღწევდნენ ადამიანები სასურველს?
ისტორიამ, ჩვენმაც და სხვისამაც, გვასწავლა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ არის ერთობა. შინაარსიანი, იდეური ერთობა ადგილს არ ტოვებს მერკანტილიზმისა და პრეფერენციებისთვის, იქმნება სინერგია, რომელიც მიმართულია სწორი, პერსპექტიული ნაბიჯებისკენ და ძალიან რთულია ამ სინერგიის შეჩერება. მთავარი, ამ ეტაპზე სწორედ ამ სინერგიის დაქოქვა უნდა იყოს და ეს არ გამოვა, თუ არ იქნება ერთობა.
ამგვარად ხელისუფლებას აქვს განცდა, რომ კორუფციის, უსამართლობის, დასაქმების გამოწვევები გადაიფარება საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ღირებულებებზე შეტევით, რაც დაყოფს საზოგადოებას, ფოკუსს გაუბლარავს და პოლარიზებულ საზოგადოებაში, როგორც ამღვრეულ წყალში, ითევზავებს.
უახლესი ფილოოსოფიური მიმდინარეობა “ობიექტზე-ორიენტირებული ონტოლოგია” - ყველა სუბიექტ-ობიექტს: შიმპანზეს, სკამს, პლანეტა იუპიტერსაც და ავტომატს – ერთნაირ ონტოლოგიურ სტატუსს ანიჭებს. არცერთია ერთზე მეტი, ან ნაკლები. ეს რადიკალური იერიშია ანთროპოცენტრიზმის წინააღმდეგ, რომლის მიხედვით სამყაროს ბატონ-პატრონი ადამიანია – სასტიკი ცხოველი.
უფრო მეტიც, ძალაუფლება სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა ხალხის დასაშინებლად და დასაშლელად გამოყვანილი „სერიოზული“ ძალა – ახალგაზრდებმა აბუჩადაც აიგდეს: ცეკვავდნენ გამაყრუებელ სირენებზე, ეცეკვებოდნენ წყლის ჭავლს, იცინოდნენ და ამავდროულად ძალიან გაბრაზებულები იყვნენ.
ადამიანის საკუთარ თავთან გაცნობის პირველი ეტაპი სკოლაში იწყება, სადაც ის იწყებს სწავლას და უყალიბდება იდენტობა, ადამიანი სწავლობს საკუთარი ქვეყნის წარსულს. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე არ მოხდა - სკოლაში სულ სხვა რამ ვისწავლეთ, მერე კი სხვა გარემოში სხვა რეალობაში ყოფნა მოგვიწია.
არავინაა ჩვენზე მეტი. არავინ იცის ჩვენზე კარგად, რა სჭირდება ამ ქვეყანას. წარსულის გაანალიზებაშიც მაგრები ვართ და მომავლის საპროგნოზო მაჩვენებლების გაზომვაშიც. აბა, ჩვენზე უკეთ ვინ იცის, როგორ ჩაუტაროს ექსპერტიზა დაფლეთილ, დანაკუწებულ და კიდურებმორღვეულ გვამს, ისტორიის სანაგვეზე რომ გდია.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა კოლონიალიზმის ახალი მოდელი შეიმუშავა. იგორ გაიდარისა და ანატოლი ჩუბაისის „ლიბერალური იმპერიის“ კონცეფცია გულისხმობდა ძველი ტერიტორიების ეკონომიკურ და კულტურულ დამორჩილებას. პუტინიზმის ამ ეტაპზე კი გადაწყდა პოლიტიკური სინქრონიზაციის გზით ტერიტორიების ღიად შემოკრება.
კანონი, რომლის გატანასაც ხელისუფლება ცდილობს, არის რუსული. მოსახლეობის თვალის ასახვევად რომელი ენიდანაც არ უნდა თარგმნონ სხვადასხვა მუხლი, მისი იდეა არის რუსული, მისი მიზანი არის რუსული და შედეგები იქნება რუსული.
თქვენი არ ვიცი და მე ამ დღეებში ხშირად მახსენდებიან ჩემი მშობლები, კარგი, წესიერი ხალხი, რომლებთაც მთელი შეგნებული ცხოვრება საბჭოთა კავშირში გაატარეს და მის თამაშის წესებზე მორგება მოუწიათ. დედაჩემისგან ორი შეგონება მახსოვს, სხვადასხვა დროსა და ვითარებაში ნათქვამი, მაგრამ ამის გამო არანაკლებ შეუსაბამო.