კი ევროპას, არა რუსულ კანონს (მანიფესტი)

რატი ამაღლობელი

სინდისი

განსაკუთრებული ხმაა სინდისი. 

ხმა, რომელიც შიგნიდან გელაპარაკება. 

ის რაღაცით აბსოლუტურ მუსიკალურ სმენას ჰგავს. 

უმცირეს დეტალებში გრძნობს უზუსტობას, სიყალბეს, შეუსაბამობას 

და, თუ მათი მასშტაბები ყოველგვარ დასაშვებ ზღვარს გადადის,  

გამაყრუებელ ყვირილს იწყებს. 

ეს ხმა მრავალი წელია შიგნიდან გვესმის 

და გარეთ ითხოვს გამოსვლას, განხორციელებას. 

ეს ხმა ამბობს: „საზარელია ვარდნისა და დაცემის ტრაექტორია, 

ძალაუფლებაში მყოფიქართული ოცნების 

გაუთავებელი მანიპულაციები და მავნებლობა 

შეუსაბამოა ადამიანის სახეხატთან. 

ქართული ოცნებისპირობებში შეუძლებელი გახდა ადამიანი. 

ყველა ნაბიჯზე თვალსაჩინოა ადამიანად ყოფნის შესაძლებლობათა 

რღვევა და დეჰუმანიზაცია. 

სინდისი გამოძევებულია ყველაფრიდან, 

სადაცქართულმა ოცნებამშეაღწია. 

სახელმწიფოში სინდისი სხეულის გარეშე დარჩა.“ 

დღეს მისი ბოლო ნავსაყუდელი, მისი სხეული ჩვენ ვართ 

საქართველოს თითოეული მოქალაქის გული და გონება. 

სწორედ მას დავყავართ რუსთაველზე და 

მცირედ შვებას ვგრძნობთ მაშინ, როდესაც ვხედავთ ერთმანეთს, 

როდესაც ვცნობთ ჩვენს ერთობას საპროტესტო აქციებზე, 

როგორც ამბოხებული სინდისის საერთო სხეულს.

 სამართლიანობა

 სამართლიანობა გარეთ გამოვლენილი, განხორციელებული სინდისია, 

მისი ყოფადქმნაა. იგი გვითხოვს და გვეუბნება: 

მე ვარ თქვენი არსებობისა და განვითარების შეუქცევადი პირობა, 

მე ვარ საფუძველთა საფუძველი და ამავდროულად მუდმივი მიზანი, 

რომელიც მხოლოდ თქვენი ძალისხმევით მიიღწევა.“ 

და ჩვენ ყველა ნაბიჯზე ვხედავთ 

ჩვენი სოციალური ცხოვრების თითოეული სფეროდან 

ქართულმა ოცნებამროგორ გამოაძევა სამართლიანობა 

და ყველგან როგორ განაგებს უსამართლოდ და თვითნებურად. 

ხელისუფლების მოქმედების ენაცხოველთა ფერმისენად იქცა. 

ამ მოქმედებასა და ენაში თავს კომფორტულად 

მხოლოდ შუბლზე ძარღვგაწყვეტილი კარიერისტები, 

მაამებლები და კოლაბორაციონისტები გრძნობენ. 

ვხედავთ ტოტალურად ყალბ და უსამართლო რუსეთს, 

თუ რა სჭირს იქ ადამიანს, 

სიმართლის მთქმელები დევნილებად იქცნენ, 

ანდა მიწაში განისვენებენ, 

ხოლო მორალურად ბრმები საკუთარი ბელადის წამოწყებულ ომში 

მიყოლებით იხოცებიან. 

ამიტომაც ცხადზე უცხადესია, მივატოვებთ სამართლიანობას, 

მიგვატოვებს მშვიდობა.

თავისუფლება

 წარმოუდგენელია გერმანელი და გერმანული კულტურა 

შრომისა და წესრიგის გარეშე, 

ფრანგული ეთოსიდახვეწილი, განსჯითი აზროვნებისა და 

პოლიტიკურ ცხოვრებაში მუდმივი სიახლის შეტანის, 

მისი განვითარებისკენ სწრაფვის გარეშე. 

ინგლისი, საკუთარ კულტურას მოქნილ პრაგმატიზმში, 

ურთიერთობების ენის მკაფიო ეტიკეტში აყალიბებს. 

რა არის ჩვენი კულტურული და ეროვნული 

მისწრაფებების ძირეული გამოწვევა, მისი მთავარი მახასიათებელი. 

ვინ არიან ჩვენი ერისა და კულტურის გმირები, 

რა არის მათი ცხოვრების მიზანი. 

მითური ამირანიდან მოყოლებული, ქართველი მეფეებით გაგრძელებული, 

ილია ჭავჭავაძით გამყარებული, 

მარო მაყაშვილით, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიათი დაფუძნებული, 

რა აცხადებს საკუთარ თავს ამ ერში, 

ამ კულტურაში, როგორც უმთავრეს ღირებულებასა და მიზანს 

თავისუფლება.

 ის ამბობს: 

მე არ ვარ წარსულისა და მეხსიერების საგანისამუზეუმო ექსპონატი, 

მე აწმყოში მოქმედების იმპულსი ვარ. 

მე ვმოქმედებ მხოლოდ აწმყოში. 

მე ვარ აწმყო უწყვეტელი. 

ვინც მიცნობთ გამოდით. ერთმანეთს ჩემით იცნობთ.“

 

ამ ქვეყანაში განსაკუთრებულად გადაჯაჭვულია 

პიროვნული თავისუფლება სახელმწიფოებრივ თავისუფლებასთან, 

თუ დავკარგავთ პიროვნულ თავისუფლებას, 

დავკარგავთ სახელმწიფოს, 

თუ კი დავკარგავთ სახელმწიფოებრივ თავისუფლებას 

პიროვნული თავისუფლებაც გაუსაძლისი გახდება. 

და ჩვენც ვგრძნობთჩვენ თავისუფლება გვამოძრავებს. 

ვხედავთ ირგვლივ თავისუფლებამოწყურებულ ხალხს, 

ჩვენ ვხედავთ ერთმანეთს და 

ჩვენ გვიყვარს ერთმანეთის თავისუფლება, 

ისე, რომ ჩვენი თავისუფლების მოწინააღმდეგეთა შვილებს 

არ ვარჩევთ ჩვენი შვილებისგან, 

რადგან მათთვის საერთო ქვეყანა და თავისუფლება გვინდა.

 ძალისხმევა

 დიდი და საერთო ძალისხმევაა საჭირო, 

რომ ჩვენთანაც დადგეს ისეთი დღე 

და შევქმნათ იმგვარი საერთო სივრცე, 

სადაც კრიმინალების გარდა არავის ეშინია პოლიციის. 

სადაც პოლიცია დაიცავს საკუთაღ ხალხს და სამშობლოს 

და არა ქვეყნის კონსტიტუციის წინააღმდეგ ამხედრებულ 83 დეპუტატს. 

გვინდა შევქმნათ იმგვარი სივრცე, 

სადაც პროკურატურა დამნაშავეებს დევნის 

და არა მმართველი პარტიის პოლიტიკურ ოპონენტებს. 

სადაც პრემიერმინისტრი ავტომატიანი დაცვის თანხლებით 

არ მიდის უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად 

და სადაც მისი პარტაქტივი თავპირს არ ამტვრევს სტუდენტებს 

თავისუფალი აზრის გამოხატვისთვის. 

სადაც სკოლის მასწავლებლებს არჩევნებისას 

პარტმუშაკებად არ გადააქცევენ. 

სადაც კოორდინატორები უმცირესი გასამრჯელოს ხარჯზე 

სირცხვილის ოფლში არ გაიწურებიან. 

სადაც ხელისუფლება არა პასუხისმგებლობისგან გაქცეულ, 

დამალულ ოლიგარქთან, 

არამედ საკუთარ ამომრჩეველთან იქნება ანგარიშვალდებული. 

სადაც ქართული სპეცსამსახურები საკუთარ მოქალაქეებს 

რუსეთისგან დაიცავენ, და არა პირიქით. 

სადაც ქართული კულტურის მომავალს ხელოვანები გადაწყვეტენ 

და არა ციხის ზედამხედველები. 

სადაც მუშებს და მშრომელებს მოუსმენენ და 

სათანადოდ გაუფრთხილდებიან. 

სადაც საქართველოს ტყეებს ყურმოჭრილ მონებსა და 

რუს ბიზნესმენებზე ლარად არ ჩამოარიგებენ. 

სადაც საქართველოს შავი ფულის ბნელ დერეფნად არ გადააქცევენ. 

სადაც ევროპას და ცივილიზებულ სამყაროს 

უცხო ძალად არ გამოაცხადებენ, 

სადაც საქართველოს მომავალს არ დაუკარგავენ, 

სადაც რუსულ კანონს არ და ვერ მიიღებენ, 

სადაც მის მისაღებად რეგიონებიდან ხალხს 

სახელისუფლებო მიტინგებზე ძალით არ ჩამოიყვანენ 

სამსახურისა და ლუკმაპურის დაკარგვის შიშით. 

სადაც წელში გამართული საქართველო 

მშვიდად, ამაყად გააგრძელებს ცხოვრებას და განვითარებას.

 როგორ

 პირველი და უმნიშვნელოვანესი არის ის, 

რომ ჩვენ მართლები ვართ საქართველოს ისტორიის, 

მისი დღევანდელობისა და მომავლის წინაშე. 

ჩვენ ვართ განსხვავებულები და ჩვენი მრავალფეროვნება ძალაა, 

რომელიც პოულობს და ინარჩუნებს მტკიცე ერთობას, 

ეს ერთობა ურყევია 

ყველა, ვინც რუსულ კანონს უპირისპირდება 

და საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს, თანასწორია. 

განსხვავებულთა ერთობა და თანასწორობა 

გამარჯვების მთავარი პირობაა. 

პროცესს არ ჰყავს ლიდერი და მას არ წარმართავს 

რომელიმე პოლიტიკური პარტია, 

იგი სტიქიურია და ჩნდება როგორც ელვა, 

ხან იქ არის, ხან აქ. 

გაუსწორდებიან რომელიმე ჯგუფს, გაჩნდება სხვა, 

დაიჭერენ ერთს, მის ადგილს დაიკავებს მეორე. 

ვფიქრობ, მოგვიწევს კიდევ მეტი კონსოლიდაცია, 

საჭირო დროს დიდი შეკრება და, თუ აუცილებელი გახდა, 

გადამწყვეტი დღეებისას ერთად ღამეების გათენება. 

ეს ალბათ ყველაზე რთული იქნებასაკუთარ ბიოლოგიაზე გამარჯვება, 

თუმცა დარწმუნებული ვარ გადამწყვეტ დროს 

იდეა გაიმარჯვებს სხეულის სისუსტეებზე, 

სიფხიზლე ძლევს მოთენთილობასა და ძილის სურვილს, 

მოთმინება და სიდინჯე აფექტს, 

ნათელი ცნობიერება ბრმა ინსტინქტებს. 

ქართულ ოცნებასერთადერთ იმედად ჩვენი დაღლა ესახება. 

დაუღლელობა და საჭირო დროს პროტესტის უწყვეტობა 

გადამწყვეტი იქნება საქართველოს ევროპული მომავლისათვის ბრძოლაში. 

ამავე დროს არცერთი ჩვენი მოქალაქე 

არ უნდა დავანებოთ ხელისუფლებას: 

პირველყოვლისა, ქალაქებსა თუ რეგიონებში სკოლის მასწავლებლები, 

ბაგაბაღების პედაგოგები. 

ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ უფლება მომავალი თაობების აღმზრდელები მათი ნებასურვილის საწინააღმდეგოდ 

სწორედ მომავლის მესაფლავეებად აქციონ, 

განსაკუთრებით ამ დღეებში 

მათ უნდა მისწვდეს ჩვენი თანადგომა და სიყვარული, 

ჩვენი დაუღალავი საპროტესტო ბრძოლის მიზანიც 

ხელისუფლების საზარელი წნეხისგან მათი გათავისუფლებაა. 

და რადგან დღეს ჩვენ სინდისი მოგვიწოდებს, 

სამართლიანობა გვითხოვს, 

თავისუფლება გვამოძრავებს, 

ძალისხმევა გვეუფლება, 

მაშინ რაღაა იქით, მეორე მხარეს. 

ქართული ოცნებისმხარეს 

მთელი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ხელყოფის ხარჯზე 

ძალაუფლების შენარჩუნების ბრმა ინსტინქტია, 

მისი დაკარგვის ელდა და შიშია, 

მთავარ იარაღად კიტრიუკებიდაფოკუსებიაქვთ. 

ტყუილი ვერასდროს იქცევა რეალობად, 

ილუზია ვერასდროს გახდება სინამდვილე, 

ჩვენ მას გავაფანტავთ ცუდი სიზმარივით, 

ღამის ჩრდილებივით, 

რომლებიც ახალი დღის მზის ნათელში იკარგებიან.